თურქული პრესა 24.05.2023
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 24.05.2023
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
Yeni Şafak: „მინისტრი აქარი: სირიის ჩრდილოეთში 19 ტერორისტი განეიტრალდა“
ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ გუშინწინ ღამით სირიის ჩრდილოეთში 19 ტერორისტი განეიტრალდა. "ტერორიზმთან ბრძოლა მზარდი ტემპით გრძელდება. ჩვენ ვახორციელებთ ტერორიზმის საძირკველში განადგურების სტრატეგიას". - განაცხადა აქარმა.
Sabah: „თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქცია მალაიზიაში გამოიფინა“
თურქული თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიები მალაიზიაში ლანგკავის საერთაშორისო საზღვაო და საავიაციო გამოფენას (LIMA 2023) ესწრებიან ახალი თანამშრომლობისა და საექსპორტო შესაძლებლობებისთვის. გამოფენაში თურქეთი 18 თურქული თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიით იღებს მონაწილეობას.
Hürriyet: „10 თვეში ამასრაში საკრუიზო გემებით 17 ათას 305 რუსი ტურისტი ჩამოვიდა“
614 რუსი ტურისტი გუშინ ჩამოვიდა საკრუიზო გემით „ასტორია გრანდე“, რომელიც ბარტინის ამსრას პორტში ჩადგა. ამგვარად, რუსი ტურისტების რაოდენობამ, რომლებიც ამასრას საკრუიზო გემით ესტუმრნენ 10 თვის განმავლობაში 17 305-ს მიაღწია.
Haber Türk: „’ტაიფუნი’-ს საცდელი გასროლა უპრობლემოდ დასრულდა“
რიზეში განხორციელდა თურქეთის ამ დრომდე ყველაზე შორი რადიუსის რაკეტის „ტაიფუნი“-ის ახალი საცდელი გაშვება. გავრცელებული ინფორმაციით, სროლა უპრობლემოდ დასრულდა.
Vatan: „თურქული ჩაის ექსპორტმა 11,3 მილიონ დოლარს გადააჭარბა“
თურქეთიდან ჩაის ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში 39 პროცენტით გაიზარდა და 11 მილიონ 365 ათას 591 დოლარს მიაღწია. ყველაზე მეტი ექსპორტი ბელგიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდი ბრიტანეთში განხორციელდა.