თურქული პრესა 23.05.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1989481
თურქული პრესა 23.05.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ამერიკის შეერთებულ შტატებში „თურქული სახლის“ შენობაზე თავდასხმა განხორციელდა, სადაც მდებარეობს გაეროში თურქეთის მუდმივი წარმომადგენლობა და ნიუ-იორკის გენერალური საკონსულო. თავდასხმა იმ განყოფილებაში მოხდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა. თავდამსხმელმა რამდენიმე მინა ჩაამტვრია. თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გაზეთი „Star“-ი პრეზიდენტ ერდოღანის აშშ-სადმი მოწოდებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ PKK-ის მხარდამჭერები ევროპაში თავს დაესხნენ ამომრჩევლებს, რომლებმაც მონაწილეობაა მიიღეს თურქეთის არჩევნებში, ახლა კი აშშ-ში „თურქული სახლის“ ფანჯრები ჩაამსხვრიეს. ერდოღანმა მიმართა აშშ-ს ხელისუფლებას: „თქვენ უნდა იპოვოთ ეს ტერორისტი, რომელმაც ‘თურქული სახლის’ ფანჯრები ჩაამტვრია“.

„სირიელების უსაფრთხო დაბრუნებისთვის მუშაობა გრძელდება“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარის მოადგილემ ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ 550 ათასი სირიელი, რომელიც გაქცეული იყო სამოქალაქო ომისგან, დაბრუნდა მათ ქვეყნებში უსაფრთხო ზონებში. ქურთულმუშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუშაობა გრძელდება სირიელების უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებისთვის. „უახლოეს მომავალში ჩვენ სწრაფად უზრუნველვყოფთ 1 მილიონი სირიელის დაბრუნებას“, განაცხადა ქურთულმუშმა.

გაზეთ „Haber Türk“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „თურქეთის ეკონომიკისადმი ნდობა იზრდება“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ეკონომიკისადმი ნდობა დღითიდღე იზრდება. მომხმარებელთა ნდობის ინდექსი მაისში წინა თვესთან შედარებით 4 პროცენტით გაიზარდა და 91,1 პროცენტამდე მიაღწია. ამრიგად, 2022 წლის ბოლოსთან შედარებით მომხმარებელთა ნდობის ინდექსი 20 პროცენტზე მეტით გაიზარდა და მიაღწია უმაღლეს დონეს 2018 წლის ივლისის შემდეგ.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ნურედინ ნებათიმ თქვა: „სანამ მსოფლიო, ეპიდემიის დროს პატარავდებოდა, თურქეთი იზრდებოდა. 2021 წელს 11,4 პროცენტიანი  ზრდის შემდეგ, თურქეთმა მოახერხა 5,6 პროცენტიანი ზრდის მიღწევა 2022 წელს. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქონელზე ფასები მთელ მსოფლიოში გაიზარდა, ამ მხრივაც თურქეთში პირიქით მოხდა, რითაც მრავალ ქვეყანას გაუსწრო კიდეც“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები