თურქული პრესა 12.05.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1985498
თურქული პრესა 12.05.2023

თურქული პრესა 12.05.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: "მუჰარემ ინჯემ თავისი კანდიდატურა მოხსნა"

პარტია „მემლექეთი“-ს თავმჯდომარემ, მუჰარემ ინჯემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა.

Habertürk: ",მარცვლეულის ინიციატივის, მასპინძელი თურქეთი იქნება"

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ ძალისხმევა, რათა მარცვლეულის ინიციატივამ ეფექტურად იფუნქციონიროს თურქეთის მასპინძლობით და ტექნიკურ დონეზე ოთხმხრივ ფორმატში.

Yenişafak: "ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სპეციალური წარმომადგენლი სირიაში ჯეფრი MİT-ს აქებს "

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში ჯეიმს ჯეფრიმ განაცხადა, რომ DEAŞ-ის ლიდერის აბუ ჰასან ალ-ჰაშიმი ალ-ყურეიშის MİT-ის ოპერაციით მკვლელობასთან დაკავშირებით თურქულმა დაზვერვამ დიდი სამუშაო შეასრულა.

Sabah: "თურქეთი იქნება ქვეყანა რომელიც გაფართოებადი BRICS-ის ნაწილი უნდა იყოს"

ბრიტანელმა ეკონომისტმა ჯიმ ო'ნილმა, რომელიც ცნობილია როგორც შემოკლება BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) გამომგონებელი გლობალურ ბაზრებზე, განაცხადა, რომ თურქეთს აქვს ეკონომიკა, რომელიც შეიძლება იყოს BRICS-ის გაფართოების ნაწილი.

Star: "რუსეთიდან თურქეთში შეკვეთები იზრდება"

რუსეთის წამყვანი ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმის „ოზონ გლობალი“-ს დირექტორმა სტეპან გუსამოვმა თქვა: "თურქული ბრენდები და მწარმოებლები სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენენ რუსეთში. „ოზონ“-ში შეკვეთების მობილურობა იზრდება, 2022 წელს რუსი მომხმარებლების შეკვეთები თურქულ პროდუქტებზე 14-ჯერ მეტია, ვიდრე 2021 წელს“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები