თურქული პრესა 26.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1979454
თურქული პრესა 26.04.2023

თურქული პრესა 26.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Habertürk: "ერდოღანი: 55 ათას ადამიანს მედლებსა და ორდენებს გადავცემთ"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 55 000 ადგილობრივი და უცხოელი ადამიანი, რომელიც მიწისძვრის რეგიონში სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა, უმაღლესი თავგანწირვის მედლებით დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიალზე მედლებითა და ორდენებით დაჯილდოვდება.

Sabah: "თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვში ოთხმრივ შეხვედრაზე განცხადება გააკეთა"

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთ-რუსეთ-სირია-ირანის ოთხმხრივ შეხვედრაზე თურქეთ-სირიის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხში შესაძლო გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები და სირიელი ლტოლვილების თავიანთ მიწებზე დაბრუნებისთვის სამუშაოების გააქტიურების საკითხი განიხილეს.

Star "ისტორიული მომენტი Hürjet-ისთვის"

სოციალურ ქსელში HÜRJET-ის სურათებით გავრცელებულ პოსტში პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: "ჩვენმა პირველმა ადგილობრივმა და ეროვნულმა პილოტირებულმა ზებგერითმა თვითმფრინავმა Hürjet-მა წარმატებით შეასრულა თავისი პირველი გაფრენა. მადლობა ღმერთს, მიეძღვნას თურქეთის საუკუნეს ."

Yenişafak: "ამ ზაფხულს თურქეთში ევროპელთა ნაკადი იქნება"

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ევროპის ბევრმა ქვეყანამ გაზარდა ადგილების რაოდენობა თურქეთში მიმავალ თვითმფრინავებში. აღინიშნა, რომ დამსვენებლები ყველაზე მეტად ანტალიის რეგიონს ანიჭებენ უპირატესობას და თურქეთისთვის უპირატესობის მინიჭების მთავარი მიზეზი არის მზე, გრძელი პლაჟები, სუფთა ჰაერი, ჰიგიენური ზომები და მისი სიახლოვე ევროპულ მიმართულებებთან.

Hürriyet: "სტამბოლის აეროპორტი მარტში ევროპის ლიდერია"

სტამბოლის აეროპორტმა მარტში დღეში საშუალოდ 1263 რეისით ლონდონის ჰითროუს აეროპორტი უკან ჩამოიტოვა და ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები