თურქული პრესა 17.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1975690
თურქული პრესა 17.04.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ერთ წელიწადში 650 ათას ახალ სახლს ააგებენ და მიწისძვრის ზონებს ახლიდან ააშენებენ. „ფაქტობრივად, რამადანის ბაირამის დროს ჩვენ კანონიერ მფლობელებს გადავცემთ პირველ სოფლის სახლებს, რომელთა მშენებლობაც დასრულებულია. მსოფლიოში არ არსებობს სხვა სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, ასეთი მასშტაბური კატასტროფიდან მხოლოდ 2,5 თვის შემდეგ ააშენოს ამდენი სახლი“, - განაცხადა რეზიდენტმა ერდოღანმა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატის (SİHA) გემი, TCG Anadolu, სტამბოლში სარაიბურნუში გაჩერდა. სარაიბურნუს პორტში გაჩერებული გიგანტური გემი ვიზიტორებისთვის 17 აპრილს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე და 18-23 აპრილს 10:00 საათიდან 18:.00 საათამდე ღია იქნება.

„Togg მსოფლიო ბაზარზე გადის“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: პირველი თურქული ელექტრომობილი Togg მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად ემზადება. მისი პირველი მიზანი გახლავთ ევროპული ბაზარი. კომპანია მიზნად ისახავს 2024 წელს ელექტრომობილის გლობალურ ბაზარზე შეყვანას დატენვის ინფრასტრუქტურის ფართო სისტემის დანერგვით. „T10X“ მოდელი პირველ რიგში გიგანტურ ბრენდებთან კონკურენციის მიზნით გამოვა.

გაზეთ „Sabah“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „İmece თანამგზავრი ბერძნულ პრესაში“ და მასში ვკითხულობთ: ბერძნულმა მედიამ დიდი ინტერესი გამოიჩინა თურქეთის პირველი სადამკვირვებლო თანამგზავრის İmece-ს მიმართ. გაზეთი Kathimerini წერს, რომ თანამგზავრი 680 კილომეტრის ორბიტაზე იქნება და მოემსახურება თავდაცვის, კატასტროფების მართვის, გარემოს დაცვისა და ურბანიზმის, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სფეროებს.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ ბალიქესირის ერთ-ერთი ტურისტული ცენტრიდან აივალიქის მერმა, მესუთ ერგინმა განაცხადა: „2022 წელს 300 000 ადგილობრივ და უცხოელ ტურისტს ვუმასპინძლეთ. ჩვენ მიზნად ვისახავთ ეს რიცხვი მიმდინარე წელს 50 პროცენტით გადავაჭარბოთ“. აივალიქი ტურიზმისთვის მიმზიდველი ცენტრია თავისი კულტურით, ზღვით, ქვიშითა და მზით.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები