თურქული პრესა 22.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1963141
თურქული პრესა 22.03.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში ერაყის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ შია ალ-სუდანთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ბასრადან თურქეთამდე გადაჭიმული განვითარების გზის პროექტი განხორციელდება. მე მჯერა, რომ ამ გზის პროექტი, ჩვენი რეგიონის ახალი აბრეშუმის გზა გახდება.“

გაზეთი „Haber Türk“-ი ერდოღან-ჰერცოგს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან. სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდიღანმა გამოხატა ღრმა შეშფოთება იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მზარდი თავდასხმებისა და ძალადობის აქტების გამო. ერდოღანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, არ დაუშვას პროვოკაციები და მუქარა ალ-აქსას მეჩეთის ისტორიული სტატუსისა და სულიერების წინააღმდეგ.

„სახალხო ალიანსის კანდიდატი ერდოღანია“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: 14 მაისს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით, სამართლიანობის და განვითარების პარტიამ (AKP) და ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ (MHP) (სახალხო ალიანსი) პრეზიდენტის კანდიდატად რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უმაღლეს საარჩევნო კოლეგიას ერთობლივად წარუდგინეს.

გაზეთ „Yeni Şafak“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „აია-სოფია ვარდის წყლით გარეცხეს“ და მასში ვკითხულობთ: დღეს, მილიონობით მუსლიმისთვის 11 თვის სულთნად მიჩნეული მარხვის თვე (რამადანი), ჯერ თარავის ნამაზის ლოცვით და შემდეგ საჰურით (ღამის ჭამა) იწყება. თურქეთში კი ამ კურთხეული კლიმატისთვის მთელი მეჩეთები მზად არიან. სწორედ ამის ფარგლებში სტამბოლის სულიერი ცენტრებიდან, აია-სოფიას და ეიუფ სულთანის მეჩეთები ვარდის წყლით გარეცხეს და რამადანისთვის მოამზადეს.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი თურქეთს 200 ქვეყანაში უწევენ პოპულარიზაციას. ერსოიმ თქვა: „ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიზანს, 60 მილიონი ტურისტი, რომელიც 2028 წელს ტურიზმიდან 100 მილიარდი დოლარის შემოსავალს ნიშნავს.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები