თურქული პრესა 21.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1962531
თურქული პრესა 21.03.2023

თურქული პრესა 21.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "ერდოღანი: მიწისძვრის ღირებულება 104 მილიარდი დოლარია"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მიწისძვრის ღირებულება 104 მილიარდი დოლარია. მან აღნიშნა, რომ ისინი აღადგენენ და გააცოცხლებენ მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ყველა ქალაქს და დაამატა: „ჩვენი მიზანია 1 წელიწადში ავაშენოთ იმდენი შენობა, რამდენიც მიწისძვრის რეგიონის საჭიროებებს დააკმაყოფილებს“.

Sabah: "ერდოღანი: ჩვენ არ დავივიწყებთ ამ სოლიდარობას"

პრეზიდენტი ერდოღანი ბრიუსელში თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ორგანიზებულ ღონისძიებას პირდაპირი ჩართვის საშუალებით დაესწრო. ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამ რთულ დღეებში ყველა ჩვენი მეგობრის, მის ინსტიტუტებთან, წევრ და კანდიდატ ქვეყნებთან ერთად ევროკავშირის, გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ სოლიდარობას“.

Star: „1 მილიარდი ევროს დახმარება თურქეთს ევროკავშირისგან“

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „ევროკომისია თურქეთს 1 მილიარდი ევროთი დაეხმარება მიწისძვრის შემდეგ აღდგენითი სამუშაოებისთვის“. ლაიენმა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის ზონების მხარდაჭერის მოწოდება გააკეთა.

Yeni Şafak: "ჩავუშოღლუ-დენდიასის შეხვედრა"

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის და საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის დროს ორივე ქვეყანამ ერთმანეთს სოლიდარობა გამოუცხადა. ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ეს ასევე აისახება ორმხრივ ურთიერთობებზე და ისინი უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ შეხვდრაზე შეთანხმდნენ. თურქმა მინისტრმა დასძინა, რომ სიამოვნებით უმასპინძლებს დენდიას თურქეთში, ან შეუძლია შეხვედრა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.

Hürriyet: "მსოფლიო Togg-ზე საუბრობს"

თურქეთის ელექტრომობილი Togg-ი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოს უდიდეს სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე CES 2023-ზე საუკეთესო ოთხ ბრენდს შორის დასახელდა. Togg-ი 3200 ბრენდიდან საუკეთესოებს შორის  მოხვდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები