თურქული პრესა 20.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1961930
თურქული პრესა 20.03.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბალიქესირის პროვინციის ბანდირმის რაიონში, ბორის კარბიდის წარმოების პირველი ქარხნის გახსნაზე თქვა: „ამ ობიექტის წყალობით, თურქეთი გაზრდის არა მხოლოდ ბორის წარმოების დამატებით ღირებულებას, არამედ ხდება მნიშვნელოვანი მოთამაშე წარმოებასა და გაყიდვაში. თურქეთის ასევე გახდებს მესამე უმძიმესი მასალის მწარმოებელი მსოფლიოში. ჩვენ ვართ იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ საკუთარი სიტყვის თქმის უფლება“.

გაზეთი „Star“-ი ფათიჰ დონმეზის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა შავი ზღვის გაზის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებით განაცხადა: „აპრილის ბოლოს ხმელეთზე, შავი ზღვის გაზს დავწვავთ“.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტმა დაიწყო კამპანია სახელწოდებით, „ჩვენ ვდგავართ თურქეთთან“, რომელიც ეფუძნება გლობალურ სოლიდარობასა და დახმარების მობილიზაციას. კამპანიის მიზანი, 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დახმარებაა.

„თურქეთმა დაამტკიცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: CNN-ის ბერძნულმა  მაუწყებლობამ განაცხადა, რომ ჰანგარიდან გამოსული ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც თურქეთის სიამაყეა, არის განვითარება, რომელიც ათენს უნდა აწუხებდეს. მოიერიშე თვითმფრინავით თურქეთის მივა ისეთ ეტაპზე, რომელსაც ძალიან ცოტა ქვეყანა მიაღწევს.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის პირველი ელექტრომობილის Togg-ის პირველმა მოდელმა, T10X, წინასწარი შეკვეთის რეკორდი მოხსნა. T10X-მა წინასწარი შეკვეთის პირველ 24 საათში 22 ათას 150 განაცხადი მიიღო, ხოლო 30 საათში 29 ათასი განაცხადი. ამრიგად, 11 წლის განმავლობაში გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობა (12,303) თითქმის გაორმაგდა სულ რაღაც 24 საათში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები