თურქული პრესა 17.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1960998
თურქული პრესა 17.03.2023

თურქული პრესა 17.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "პარტიების AKP-ს და MHP-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ერდოღანია"

თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში (TBMM) სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) და ეროვნული მოძრაობის პარტიის (MHP) საპარლამენტო ჯგუფებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების გადაწყვეტილება მიიღეს.

Hürriyet: „ერდოღანი: ჩვენი ერი არ დაივიწყებს თურქულენოვანი სახელმწიფოების მხარდაჭერას“

პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის რიგგარეშე სამიტზე სიტყვით მიმართა თურქული სამყაროს ლიდერებს. მან განაცხადა, რომ თურქული სამყარო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაეხმარა 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ თურქეთს და დაამატა: „ჩვენი ერი არასოდეს დაივიწყებს თქვენს მხარდაჭერას“.

Star: „ერდოღანი: ჩვენ ვცდილობთ დავაბრუნოთ პუტინი და ზელენსკი მოლაპარაკებების მაგიდასთან“

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი ბოლომდე გააგრძელებენ ძალისხმევას რუსული და უკრაინული მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი რეგულარულ კონტაქტზე არიან რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თქვა: „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებამ, რომლის შუამავლობასაც ჩვენ ვაწარმოებთ და ტყვეთა მასშტაბურმა გაცვლამ აჩვენა, რომ მხარეებს შეუძლიათ შეხვედრა საერთო ნიადაგზე“.

ვeni Şafak: "ალიევი: თურქეთი გავლენიანი ქვეყანაა მსოფლიოში"

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის საგანგებო სამიტზე განაცხადა, რომ თურქეთი გახდა გავლენიანი ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში და ის ასევე არის ძალის ცენტრი.

Sabah: " Togg-მ აჯობა თავის კონკურენტებს"

თურქული ელექტრომობილი Togg-ის პირველმა მოდელმა T10X, C-SUV, აჯობა სხვა ელექტრომობილებს თავის სეგმენტში მანძილის, დამუხტვისა და ფასის უპირატესობის მიხედვით, მათ შორის ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და ევროპული ბრენდების მოდელებს. Togg T10X-ის კაბინის ეკრანიდან ასევე შესაძლებელია ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის კონტროლი, მოგზაურობის დაგეგმვა და ონლაინ შოპინგი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები