თურქული პრესა 06.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1955145
თურქული პრესა 06.03.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უნდა მოხდეს გლობალური ეკონომიკური და ფინანსური სისტემის რეფორმა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ახალი მეთოდების მოძიება. ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად განვითარებული ქვეყნები არ იწვევენ კლიმატის ცვლილებას, ისინი გახდნენ ყველაზე დაზარალებული ქვეყნები ამ თვალსაზრისით.

გაზეთი „Hürriyet“-ი მურათ ქურუმის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: გარემოს დაცვის, ურბანული დაგეგმარებისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა მურათ ქურუმმა განაცხადა, რომ ქაჰამანმარაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნაცვლად მიწისძვრის ზონაში, სწორ ადგილებზე 2 თვეში, 244 ათას 343 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყება.

„კატარის ემირის მოწოდება მსოფლიოს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: კატარის ემირმა, შეიხ თემიმ ბინ ჰამედ ალ სანიმ მთელ მსოფლიოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ თურქეთს ქაჰრამანმარაშის მიწისძვრების შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად. შეიხ თამიმი:  „მოვუწოდებ ყველას, მხარი დაუჭირონ თურქეთის ძალისხმევას მიწისძვრის შედეგად მიყენებული სტიქიის შედეგების დასაძლევად“.

გაზეთ „Haber Türk“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „რონალდუს დიდი დახმარება მიწისძვრით დაზარალებულებისთვის“, რომელშიც ვკითხულობთ: მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის თურქეთში დახმარების თვითმფრინავი გაგზავნა. პორტუგალიელმა მიწისძვრით დაზარალებულებისთვის კარვები, საკვები პაკეტები, ბალიშები, საბნები, ბავშვების საკვები, რძის პროდუქტები და სამედიცინო საშუალებების ჩათვლით ფულადი თანხაც შესწირა.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთის ავიახაზებმა (THY) განაცხადა, რომ მიწისძვრის ზონის პროვინციებიდან 28 თებერვლამდე გაცემული ყველა შიდა და საერთაშორისო ფრენის ბილეთი, 6 თებერვლიდან 31 მაისამდე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს ყოველგვარი დანამატების გარეშე.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები