თურქული პრესა 07.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1943064
თურქული პრესა 07.02.2023

თურქული პრესა 07.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: „ერდოღანი: ეს დღე ერთიანობის დღეა“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც ქაჰრამანმარაში მოხდა, არის ყველაზე დიდი კატასტროფა გასული საუკუნის 1939 წლის ერზინჯანის მიწისძვრის შემდეგ. „იმედი მაქვს, რომ როგორც ქვეყანა და ერი, ჩვენ ამ კატასტროფულ დღეებს ერთიანობითა და სოლიდარობით დავძლევთ. ეს დღე არის 85 მილიონის გაერთიანების დღე”. - თქვა ერდოღანმა.

Haber Türk: "თურქეთმა სწრაფად გაიღო სისხლი მიწისძვრის ზონებისთვის"

ქაჰრამანმარაშში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ექიმმა ქერემ ქინიკმა მთელ თურქეთს მოუწოდა სისხლის ჩაბარებისკენ. თურქეთის სხვადასხვა ქალაქებიდან მოქალაქეებმა მიწისძვრის ზონებში დაშავებულებისთვის სისხლის ჩასაბარებლად მობილიზება მოახდინეს.

Sabah: "თურქეთი ერთ გულად იქცა"

ქაჰრამანმარაშში მომხდარმა მიწისძვრამ 10 პროვინცია დააზარალა. მიწისძვრის შემდეგ თურქეთი ერთ გულად გადაიქცა. რეგიონში დახმარების კამპანია დაიწყო. მთელი ქვეყნის სამაშველო ჯგუფები რეგიონში გადაიყვანეს. ისინი დიდი სიფრთხილით აგრძელებენ მუშაობას ნანგრევებში მყოფი მოქალაქეების გადასარჩენად, ბევრ ქალაქში შეგროვებული კარვები, საბნები, მზა საკვები და სამზარეულოს ხელსაწყოები მიწისძვრით დაზარალებულებს სატვირთო მანქანებით მიეწოდება.

Vatan: „მსოფლიო თურქეთს სამძიმარს უცხადებს და დახმარებას სთავაზობს“

თურქეთის სამხრეთში მომხდარი მიწისძვრის ამბავი საერთაშორისო მედიამ მთავარ ინფორმაციად გაავრცელა და ვებგვერდებმა მყისიერად გადასცეს განვითარებული მოვლენები მკითხველებს პირდაპირი ბლოგებით. მიწისძვრის შემდეგ თურქეთს მხარდაჭერის, სამძიმრისა და დახმარების გზავნილები გაუგზავნეს. ბევრი ქვეყნის ლიდერმა თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა.

Star: "ალთუნმა ილონ მასკი დეზინფორმაციის საკითხზე გააფრთხილა"

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა სოციალურ ქსელში ილონ მასკი მონიშნა და განაცხადა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს მიწისძვრის შესახებ დეზინფორმაციას. ფაჰრეთინ ალთუნმა Twitter-ის ანგარიშზე შემდეგი პოსტი გააზიარა: „ასეთ საგანგებო ვითარებაში Twitter-ისთვის  პლატფორმაზე მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს დეზინფორმაციას და მცდარი ინფორმაციიის გავრცელების მცდელობებს. ეს შეიძლება ვინმეს სიცოცხლის ფასად დაჯდეს და შეანელოს ჩვენი ძალისხმევა. ჩვენ ველით პასუხისმგებელ დამოკიდებულებას Twitter-ისგან.”


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები