თურქული პრესა 06.02.2023
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აიდინში ახალგაზრდებთან შეხვედრისას, გამოეხმაურა 9 ქვეყანას, რომლებმაც გადაწყვიტეს სტამბოლში საკონსულოების დახურვა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩები დაიბარეს, ულტიმატუმი წაუყენეს და უთხრეს, თუ ასე გააგრძელებენ, ძვირს გადაიხდიან.
გაზეთი „Hürriyet“-ი მუსტაფა ვარანკის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა ქალაქ კაისერში ჩაატარა ინსპექტირება ევროპის პირველ და ერთადერთ ცილინდრულ ლითიუმ-იონური ბატარეების წარმოების ქარხანაში. „ჩვენ გვინდა თურქეთი გავხადოთ მნიშვნელოვანი მოთამაშე ბატარეების ინდუსტრიაში და შენახვის ტექნოლოგიებში“, - თქვა მუსტაფა ვარანკმა.
გაზეთ „Star“-ის მიხედვით, თურქეთი ემზადება გახდეს ერთ-ერთი იმ 5-6 ქვეყნას შორის მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია საკუთარი წყალქვეშა ნავების დიზაინი და წარმოება. ეროვნული წყალქვეშა ნავი STM500, რომელმაც სატესტო წარმოება დაიწყო, წელს გამოჩნდება. უცხოეთიდან კი დიდი ინტერესია ეროვნული წყალქვეშა ნავების მიმართ.
გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთის სოფლის მეურნეობის სექტორმა მიმდინარე წლის იანვარში ყველა დროის ყველაზე მაღალ ექსპორტს, 2 მილიარდ 875 მილიონ დოლარს მიაღწია.
გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ მიმდინარე წლის იანვარში 174 ათას 222 ადამიანი ეწვია კაპადოკიას და წინა წლებთან შედარებით რეკორდი დაამყარა. კაპადოკია ერთ-ერთი ტურისტული ცენტრია, თავისი ისტორიული და კულტურული სიმდიდრით.