თურქული პრესა 27.01.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1938542
თურქული პრესა 27.01.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა გამოეხმაურა ბოლო დროს დასავლურ მედიასაშუალებებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ მიზანმიმართულ პროვოკაციულ რიტორიკას და აღნიშნა: „ის რასაც აკეთებენ ისინი, არ არის სამაუწყებლო საქმიანობა, ეს არის პრიმიტიული შავი პროპაგანდა. თურქეთი, რომელიც ინსტრუქციებს არ იღებს, კოშმარია ამ ჯგუფებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თურქეთის პოლიტიკურ პროცესებზე თავიანთი მახინჯი და არასერიოზული მიდგომებით. ამ ყველაფრის მიუხედავად,  პრეზიდენტი ერდოღანი მაინც გააგრძელებს მშვიდობაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკას. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას ჩვენი ერის გარდა ვერავინ წარმართავს“.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჩავუშოღლუს, შვედეთის მიმართ კრიტიკას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: შვედეთში ყურანის დაწვის პროვოკაციასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: „შვედეთის მთავრობა ამ დანაშაულის და საზიზღარი ქმედების თანამონაწილე გახდა. ეს საზიზღარი ქმედება სინამდვილეში სიძულვილის დანაშაულია. არავინ არ უნდა ეცადოს ამის ახსნას ჩვენთვის, როგორც გამოხატვის თავისუფლება“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ჩავუშოღლუს, აშშ-ს მიმართ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრის მევუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც სირიაში დაეშთან ბრძოლის საბაბით განლაგდა და გზა გაუხსნა PKK-ს, ასევე იცავდა დაეშის ტერორისტებს. მინისტრის თქმით, სანამ თურქეთი ასუფთავებდა სირიის ჩრდილოეთს, შეერთებულმა შტატებმა დაეშის წევრები ავღანეთში გადაიყვანა, ამ დროს კი მაიკ პომპეო CIA-ს დირექტორი იყო.

„თურქეთმა ისრაელი დაგმო“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბასმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა მას შემდეგ რაც 9 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის თავდასხმის შედეგად. საკითხთან დაკავშრებით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მზარდი დაძაბულობისა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა“.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ნურედინ ნებათიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი 2022 წლის პირველ 3 კვარტალში განაგრძობდა 6,2 პროცენტიან ზრდას, ინარჩუნებს ძლიერ და დაბალანსებულ ზრდის პერსპექტივას და რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე  ქვეყანა, G20-ის ქვეყნებს შორის.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები