თურქული პრესა 26.01.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1938095
თურქული პრესა 26.01.2023

თურქული პრესა 26.01.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Vatan: "ნატოს შესახებ გზავნილი თურქეთიდან შვედეთს"

ბეშთეფეში მდებარე საპრეზიდენტო კომპლექსში პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბა. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: „მათ, ვისაც ნატოში გაწევრიანება სურს, ვალდებულებები უნდა შეასრულოს“. ნატოში წევრობისთვის თურქეთს სურს, რომ შვედეთმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, შეწყვიტოს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა და გადასცეს ტერორისტები.

Hürriyet: "ჩელიქი: პროვოკაციის უკან თურქეთის მიმართ მტრობა დგას"

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სპიკერმა, ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ შვედეთში წმინდა ყურანის დაწვის სკანდალური პროვოკაციის მიღმა პრეზიდენტი ერდოღანისა და თურქეთის მიმართ მტრობა დგას. ჩელიქმა აღნიშნა, რომ პროვოკაცია ნაცისტური მენტალიტეტის იყო.

Star: "ფინეთმა გააუქმა თურქეთს მიმართ იარაღის ემბარგო"

შვედეთის შემდეგ ფინეთმაც გადადგა ნაბიჯი იარაღზე ემბარგოს მოსახსნელად, რაც ერთ-ერთი პირობა იყო, რომელსაც თურქეთი ითხოვდა შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანებისთვის. ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთისთვის სამხედრო ტექნიკის ექსპორტზე დაწესებული ემბარგო მოიხსნა.

Yeni Şafak: "ალთუნის მოწოდება ილონ მასკს"

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა გაიხსენა წარსულში თურქეთისთვის დაწესებული საიდუმლო ცენზურა და Twitter-ის მენეჯმენტსა და ილონ მასკს მიმართა. ალთუნმა თქვა: „თქვით წარსულში „ტვიტერის“ საშუალებით თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორი ჩარევები ხდებოდა. გაამჟღავნეთ, რა სახის საიდუმლო ცენზურა ხორციელდებოდა ბატონი პრეზიდენტის ერდოღანის, ჩვენი სოციალური მედიის ანგარიშებზე.“

Sabah: "ცნობილი ხდება კანდიდატები, რომლებიც კოსმოსში გაფრინდებიან"

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ კანდიდატები, რომლებიც კოსმოსში გაემგზავრებიან, დადგინდა და პრეზიდენტი ერდოღანი ამას მალე გამოაცხადებს. პროექტის ფარგლებში გამოვლინდება კოსმოსის მგზავრის ორი კანდიდატის ვინაობა. ერთ-ერთი კანდიდატი გაიგზავნება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თურქეთის პირველი პილოტირებული კოსმოსური მისიის შესასრულებლად.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები