თურქული პრესა 25.01.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1937473
თურქული პრესა 25.01.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: დანიის რასისტი პოლიტიკოსის რასმუს პალუდანის მიერ წმინდა ყურანზე თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შვედეთის ადმინისტრაციის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, „ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენგან მხარდაჭერას ვერ მიიღებთ", - მსოფლიო მედიასაშუალებებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ნიდერლანდების ელჩი ანკარაში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. სამინისტროს მიერ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „უმკაცრესად ვგმობთ ისლამოფობიურ პირის თავდასხმას ჰააგაში, ჩვენი წმინდა წიგნის, ყურანის მიმართ“.

გაზეთი „Sabah“-ი იბრაჰიმ ქალინის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ნიდერლანდებში წმინდა ყურანზე თავდასხმის შესახებ განაცხადა: „არავის შეუძლია დაიცვას სიძულვილის ეს ფაშისტური დანაშაული, როგორც თავისუფლება და შემწყნარებლობა. ევროპამ უნდა შეაჩეროს ეს ბნელი ტენდენცია“.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჰულუსი აქარის, ანტიტერორისტულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ ოპერაცია „კლანჭი მეხის“ (ჩრდილოეთ ერაყი) ფარგლებში კერძოდ კი ზაპის რეგიონში, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 302 კილომეტრში მდებარეობს, ტერორისტებისგან თითქმის გაწმენდილ იქნა. მინისტრის თქმით, აღნიშნულ რეგიონში ხსენებული ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, 506 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.  

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ კომპანია Baykar-ის თავმჯდომარემ და ტექნოლოგიების თავჯდომარემ სელჩუკ ბაირაქტარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა გზავნილი, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენმა Bayraktar #KIZILELMA-მ წარმატებით დაასრულა მეორე საფრენი გამოცდა. დაე, მისი ჰორიზონტები ღია იყოს. ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის წარმატებების მომტანი ყოფილიყოს“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები