თურქული პრესა 24.01.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1936983
თურქული პრესა 24.01.2023

თურქული პრესა 24.01.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yeni Şafak: „ნატოს ვეტო შვედეთს პრეზიდენტ ერდოღანისგან“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინდელი მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მკაცრად გააკრიტიკა შვედეთის მთავრობა, რომელმაც თვალი დახუჭა საზიზღარ საქციელზე, რომლის დროსაც ყურანი დაწვეს. "თუ შვედეთის ხელისუფლება ასე პატივს სცემს უფლებებსა და თავისუფლებას, მაშინ ჯერ პატივი ეცით თურქეთის რესპუბლიკისა და მუსლიმების რელიგიურ მრწამსს. თუ ამ პატივისცემას არ გამოიჩენთ, უკაცრავად, თქვენ არ მიიღებთ მხარდაჭერას ჩვენგან ნატოს საკითხზე“.

Star: „ევროკავშირმა გამოაცხადა: სტამბოლში დიდი სამიტი გაიმართება“

თურქეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ნიკოლაუს მეიერ-ლანდრუტმა განაცხადა, რომ 22 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში დიდი სამიტი გაიმართება.

Vatan: „მინისტრი დონმეზი: გემი "Mukavemet" შეუერთდა ჩვენს ფლოტს ზღვის ფსკერზე ოპერაციებისთვის“

გუშინდელ განცხადებაში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ისინი აშენებენ ენერგეტიკულ ბაზას შავი ზღვის სიღრმეში და დაამატა: „ამისთვისაც გვჭირდება სპეციალური გემები. გემი, რომელსაც ჩვენ "Mukavemet" ვუწოდთ, შეუერთდა ჩვენს ფლოტს ზღვის ფსკერზე ოპერაციების განსახორციელებლად“.

Haber Türk: „თურქეთიდან ექსპორტი ჩრდილოეთ აფრიკაში გაიზარდა“

თურქეთის ექსპორტიორთა ასოციაციის მონაცემებით, თურქეთიდან ექსპორტი ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში გასულ წელს 2021 წელთან შედარებით 5,1%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ 148 მილიონ დოლარს მიაღწია.

Hürriyet: „მომხმარებელთა ნდობის ინდექსი გაიზარდა“

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტისა და თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, იანვარში მომხმარებელთა ნდობის ინდექსმა 79,1 შეადგინა. დეკემბერში ეს მაჩვენებელი 75,6 იყო.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები