თურქული პრესა 08.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1916205
თურქული პრესა 08.12.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ფრანგულმა გაზეთმა Le Monde-მა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის წვლილი, მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებაში, რითაც 400 მილიონი ადამიანი იქნა გადარჩენილი შიმშილისგან, ამ სიტყვებით შეაფასა:  „იმ დროს, როდესაც მსოფლიო რუსეთ-უკრაინის ომის რთულ პერიოდს გადის, ბრწყინვალე თავდაჯერებულობით ახერხებს თავდაყირა სამყაროს ნაკლოვანებებში ჩაღრმავებას. პრეზიდენტმა ერდოღანმა თავისი პოლიტიკით, კრიზისების, შესაძლებლობებად გადაქცევა შესძლო“.

გაზეთი „Star“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც თურქეთისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვის გართულებას ისახავს მიზნად და თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტიდან მთლიანად  იქნა ამოღებული, დადებითად შეაფასა.

გაზეთი „Hürriyet“-ი იბრაჰიმ ქალინის, კვიპროსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა თქვა: „კვიპროსის საქმე მთელი თურქული სამყაროს საქმეა. კვიპროსის საქმე არის უფლებების, კანონისა და სამართლიანობის საქმე. ამ მიწების საქმე ფუნდამენტური უფლებების, კანონის და საერთაშორისო ნორმების შესრულების საქმეა და არა ადმინისტრირების საკითხი“.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ სასოფლო სამეურნეო სექტორიდან ყველა დროის ყველაზე მაღალი, 3 მილიარდ 329 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ 2003 წელს თურქეთიდან 50 ქვეყანაში მხოლოდ 60 მიმართულებით ხორციელდებოდა საერთაშორისო ფრენები რა, მათ მიერ გაწეული სამუშაოებით, 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, 130 ქვეყანაში 342 მიმართულებით ხორციელდება ფრენები. მისივე თქმით, თურქეთის სამოქალაქო ავიაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საფრენი ქსელის მქონე ქვეყანა გახდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები