თურქული პრესა 05.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1914608
თურქული პრესა 05.12.2022

თურქული პრესა 05.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გადაზიდვა გრძელდება და ტრანსპორტირებული მარცვლეულის რაოდენობამ 13 მილიონ ტონას გადააჭარბა.

გაზეთი Yenişafak-ის თანახმად, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრი მუსტაფა ვარანკი ეწვია იზმირში მდებარე მულტინაციონალური კომპანიის ქარხანას, რომელიც აწარმოებს ავტომობილის აალების კოჭებს და თქვა: „თურქეთი იქნება ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ელექტრიფიკაციაში და გარდა იმ პროდუქტებისა, რომელსაც ჩვენ ვყიდით მსოფლიოში, თურქეთში მყოფი მწარმოებლებიც აქედან დაიწყებენ პროდუქციის მომარაგებას“.

თურქეთის პირველ უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავს Bayraktar Kızılelma-ს მსოფლიო პრესა ყურადღებით აკვირდება. - წერს გაზეთი Star-ი. აღნიშნულია, რომ Kızılelma საკმაოდ დაბალანსებულად გამოიყურებოდა ბორბლების ასაფრენის ზოლიდან მოჭრის ტესტში და რომ პირველი ფრენა არც თუ ისე შორს იქნება.

გაზეთი Habertürk-ის თანახმად, თურქეთის ექსპორტი თურქულ ლირაში ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 114 პროცენტით გაიზარდა და 15 მილიარდ 679 მლნ ლირას მიაღწია.

და ბოლოს, Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სტამბოლის აეროპორტი მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის აეროპორტებს შორის პირველ ადგილზეა ბოლო სამი წლის განმავლობაში. 2022 წლის 25 ნოემბრიდან 01 დეკემბრამდე სტამბოლის აეროპორტი 1210 ყოველდღიური რეისით გახდა ყველაზე დატვირთული აეროპორტი ევროპაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები