თურქული პრესა 02.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1913738
თურქული პრესა 02.12.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2022 წლის მესამე კვარტლის ზრდის მაჩვენებლები ყველაზე ზუსტი ნიშანია იმისა, რომ თურქეთი სწორი მიმართულებით მიდის. „სადაც არ უნდა წავიდეთ მსოფლიოში, ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით თანამოსაუბრეებს, ერთად გავიმარჯვოთ. ასევე მოვუწოდებთ ყველა იმას, ვისაც სურს წარმატებას მიაღწიოს წარმოებით, დასაქმებით და ექსპორტით თანამშრომლობისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ერდოღანმა.

გაზეთი „Vatan“-ი გუშინ გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე შესაძლო სახმელეთო ოპერაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს (MGK) სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია: „ჩვენს რეგიონში არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ დაუშვებთ და ამისათვის ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ“.

გაზეთი „Haber Türk“-ი ჰულუსი აქარის მოწოდებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK/KCK/YPG-ის მშვიდობიან მოსახლეობაზე ბოლო თავდასხმების შეხსენებით ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა მოკავშირეებს მოუწოდა: „თითქოს და ტერორისტული ორგანიზაცია „დაეში“-ს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით PKK/KCK/YPG-ს ტერორისტებს ნუ გაუწევთ მფარველობას. ასევე მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მალე გაწყვიტეთ ყოველგვარი ურთიერთობა ტერორისტულ ორგანიზაციებთან და შესაბამისი ნაბიჯები გადადგით“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთის შესაძლო სახმელეთო ოპერაციამდე სირიის ჩრდილოეთით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეამცირა პატრულირება ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელსაც „SDG“-ს უწოდებს. ამერიკელი დიპლომატები და სამოქალაქო პერსონალი რეგიონიდან გავიდნენ და ერაყის ქალაქ, ერბილში გადავიდნენ. მაშინ როდესაც PKK დაშლის პირასაა,  ლიდერებმა ტერორისტული ორგანიზაციის ფულის გატაცება და გაქცევა დაიწყეს.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ დიპლომატია, რომელსაც თურქეთი რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უკრაინის ომში პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით ახორციელებდა, ამერიკულმა ჟურნალმა Foreign Policy-მ გააშუქა. ჟურნალი წერს, რომ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ ნატო, თურქეთის გარეშე ვერ იარსებებს.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები