თურქული პრესა 01.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1913268
თურქული პრესა 01.12.2022

თურქული პრესა 01.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2023 წელს, თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს, მათ მიერ დაწყებული პროგრამით „თურქეთის საუკუნე“, დიდი ოცნებებითა და მღელვარებით შეხვდებიან. მანვე განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკა 2022 წლის მესამე კვარტალში 3,9%-ით გაიზარდა და დაამატა: „იმედია, 2022 წელს რეკორდული ზრდით დავხურავთ და 2023 წელს კარგად დავიწყებთ“.

გაზეთი Haber Türk-ის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ არის მცდელობები, რათა ხელი შეეშალოს სირიის ჩრდილოეთში შესაძლო სახმელეთო ოპერაციას სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ის წინააღმდეგ და დაამატა: "ჩვენ გავეცით საჭირო პასუხი, ველით მხარდაჭერას ნატოს მოკავშირეებისგან".

ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ლოიდ ჯეიმს ოსტინს ტელეფონით ესაუბრა. - წერს გაზეთი  Sabah-ი. მინისტრმა აქარმა განაცხადა, რომ ტერორისტული ოპერაციები სირიის ჩრდილოეთში ლეგალური თავდაცვის ფარგლებში ხორციელდება. მისივე თქმით, მზად არიან ითანამშრომლონ DEAŞ-ის და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ და რომ ოპერაციებში ერთადერთი სამიზნე ტერორისტები არიან.

გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, PKK/YPG, რომელიც სირიაში კუთხეშია მოქცეული, მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სირიაში რუსული ძალების სარდალმა ალექსანდრე ჩაიკომ განაცხადა, რომ თურქეთის შეჩერების ერთადერთი გზა არის PKK/YPG-ს მიერ კობანის (აინელარაბი), მანბიჯისა და თელ რიფატის დატოვება. ჩაიკომ YPG/PKK-ს განუცხადა: „თუკი თურქეთის ოპერაცია დაიწყება, რუსეთი მას ვერ შეაჩერებს“.

და ბოლოს, გაზეთი Star-ის ცნობით, ჟურნალ American Responsible Statecraft-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია: „თურქეთი ემზადება უპრეცედენტო ზომის სახმელეთო ოპერაციისთვის სირიაში მისი მტრების გასანადგურებლად“. სტატიაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თურქეთს უკრაინის კონფლიქტის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირედ მიიჩნევს. იქვე ნათქვამია: „თეთრ სახლს ახლა არ სურს თურქეთის გაბრაზება“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები