თურქული პრესა 30.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1912677
თურქული პრესა 30.11.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის სასტუმროების ფედერაციის  რიგით მე-7 გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „ის ფაქტი, რომ თურქეთი 2021 წელს მსოფლიოში მე-4 ადგილზე გავიდა ტურისტების მიღების რაოდენობით და მე-8 ტურიზმის შემოსავლით, არის იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ სფეროში მსოფლიო ლიდერის პოზიცია დავიკავოთ, რა თქმა უნდა უფრო მეტი შრომით და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით“.

გაზეთი „Sabah“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფასს იხდიან არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ მეზობელი ქვეყნებიც. „მხოლოდ დაგმობით პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. საჭიროა უფრო მეტის გაკეთება. ომის მიუხედავად დიპლომატიის გაგრძელებაც შესაძლებელია“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.

გაზეთი „Hürriyet“-ი იბრაჰიმ ქალინის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა სირიის ტერორისტულ ზონებში შესაძლო სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა: „ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით. ეს შეიძლება იყოს ხვალ, მომავალ კვირას ან ნებისმიერ დროს“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ სტამბულის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი, Bluesky Awards 2022-ის საავიაციო მიღწევების კატეგორიაში, „წლის ციფრულ აეროპორტად“ იქნა არჩეული.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ კატარში მიმდინარე ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ყურება, თურქეთის ავიახაზების (THY) თვითმფრინავებშიც იქნება შესაძლებელი.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები