თურქული პრესა 29.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1912195
თურქული პრესა 29.11.2022

თურქული პრესა 29.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ Habertürk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „ჩვენი გადაწყვეტილება დავიცვათ ჩვენი ქვეყნის საზღვრები 30 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხოების ზოლებით, ყოველი ინციდენტის შემდეგ ძლიერდება. ისინი, ვინც ათასობით კილომეტრიდან მოდან და ტერორისტებისა და უდანაშაულო ადამიანების გარჩევის გარეშე ყველაფერს ანგრევენ, პატივი უნდა სცენ თურქეთის ამ საკითხზე მგრძნობიარობას. ჩვენ არ ვიღებთ ვინმესგან ნებართვას და არ ვაგებთ პასუხს ვინმეს წინაშე. ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ შევეგუოთ მათ თვალთმაქცობას, ვინც მხარს უჭერს სახელის ცვლილების თამაშით რეგისტრირებულ ტერორისტულ ორგანიზაციას“.

გაზეთი Star-ის ცნობით, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომიკური და კომერციული თანამშრომლობის მუდმივმოქმედი კომიტეტის 38-ე სხდომის გახსნის პროგრამაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ისლამური სამყარო არ უნდა იყოს საბერძნეთში დაჩაგრული ჩვენი ძმების მდგომარეობის მაყურებელი. საბერძნეთში ჩვენს ძმებს ფონდებსა და ქონებას ართმევენ, არ აძლევენ მშობლიური ენის სწავლის ნებართვას, ამაზე ჩუმად ვერ ვიქნებით“.

თურქეთ-ეგვიპტის ურთიერთობებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „მომავალ თვეებში შესაძლოა ელჩი დაინიშნოს“. -  წერს გაზეთი Hürriyet-ი.

გაზეთი Sabah-ის ცნობით, სირიის ჩრდილოეთში თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ოპერაციების „ევფრატის ფარის“, „ზეთისხილის რტოსა“ და მშვიდობის წყაროს“ მეშვეობით 6 წელიწადში 16 913 ტერორისტი განეიტრალდა.

და ბოლოს, გაზეთი Yenisafak-ი იტყობინება, რომ თურქეთში, რომელიც ლურჯი დროშის რაოდენობით ესპანეთისა და საბერძნეთის შემდეგ მესამე ადგილზეა, ლურჯი დროშის მქონე პლაჟების რაოდენობა 2020 წელს 486-მდე, გასულ წელს 519-მდე, წელს კი 531-მდე  გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები