თურქული პრესა 28.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1911649
თურქული პრესა 28.11.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთს აქვს ყველა სახის უფლება, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, საზღვრების მიღმა ანტიტერორისტული ოპერაციები განახორციელოს და ამაში ვერავინ შეუშლის ხელს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ მას შემდეგ რაც, სტამბოლსა და გაზიანთეფში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს მხრიდან განხორციელებული თავდასხმები შემდეგ თურქეთმა, სირიასა და ერაყში საჰაერო ოპერაციები განახორციელა და ასევე პრეზიდენტ ერდოღანის სახმელეთო ოპერაციების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბოლოს ებრაულ გაზეთ Haaretz-ში სათადარიგოში მყოფი ჯარისკაცის, ზვი ბარის ანალიზი გამოქვეყნდა. იგი აცხადებს, რომ თურქეთი სირიაში ოპერაციისთვის მზადაა რა, შეერთებულ შტატებსაც კი არ შეუძლია მისი შეჩერება.

გაზეთი „Hürriyet“-ი ფათიჰ დონმეზის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, შავი ზღვის რეგიონში, საქარიას ბუნებრივი გაზის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი საძიებო ბურღვა ჩატარდა „ჩაიჯუმა-1“-ის ჭაბურღილში. მისივე თქმით აქ, 8-10 მილიონი ბარელის ნავთობი აღმოაჩინეს.

გაზეთ „Star“-ის ეკონომიკური მიმომხილველი ნურედინ ნებათის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ფინანსთა და ხაზინის მინისტრი ნურედინ ნებათი, საუდის არაბეთის ვაჭრობის მინისტრს მაჯიდ ბინ აბდულა ალ ქასაბის შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნებათიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეები, ორი ქვეყნის ეკონომიკური, კომერციული და ფინანსური თანამშრომლობის საკითხებში შეთანხმდნენ.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ სტამბოლის ექსპო ცენტრში გამართული მე-8 მსოფლიო „ჰალალის ექსპო“ სამიტი გუშინ დასრულდა. ექსპოზე დაახლოებით 40 ქვეყნიდან 500 კომპანია მონაწილეობდა. ექსპოს, 40 ათასზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი ეწვია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები