თურქული პრესა 25.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1910922
თურქული პრესა 25.11.2022

თურქული პრესა 25.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებები"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "თუ ვინმე ჩვენს მასწავლებელზე ხელს აღმართავ, ჩვენ მას გავანადგურებთ. გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული საფრთხე მთლიანად არ აღმოიფხვრება“.

Star: „ვიცე-პრეზიდენტი ოქტაი: „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ვიბრძოლოთ ტერორიზმის ყველა ელემენტთან“

ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ გუშინ დედაქალაქ ანკარაში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ტერორიზმის ყველა ელემენტთან ბრძოლას მთლიანად სამხრეთის საზღვრებზე, ჰათაიდან ჰაქქარიმდე“.

Sabah: "მინისტრი ჩავუშოღლუ ესაუბრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკა ჰავისტოს"

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ სატელეფონო საუბარი გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰავისტოსთან. მათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მარცვლეულის დერეფნის საკითხი განიხილეს.

Hürriyet: "მინისტრი აქარი ტელეფონით ესაუბრა თავის რუს კოლეგას შოიგუს"

ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ტელეფონით ესაუბრა. მხარეებმა რეგიონული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

Yeni Şafak: "ადგილობრივი ავტომობილის TOGG-ის მასობრივი წარმოება გრძელდება "

თურქეთის ადგილობრივი და ეროვნული ავტომობილის Togg-ის მასობრივი წარმოება გრძელდება. 29 ოქტომბერს, რესპუბლიკის დღეზე, გახსნილ ქარხანაში 227-ე მანქანა დამზადდა. Togg-ი, სავარაუდოდ, გზებზე 2023 წლის მარტში გამოვა, საერთაშორისო ტექნიკური საკვალიფიკაციო ტესტების დასრულების შემდეგ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები