თურქული პრესა 24.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1910353
თურქული პრესა 24.11.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ რდოღანმა კითხვაზე, იქნება თუ არა სირიაში ახალი სახმელეთო ოპერაცია? სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაზე ასე უპასუხა: „მაშინ, როდესაც ჩვენი საჰაერო ოპერაციები გრძელდება, ხელსაყრელი დრო როცა მოვა რა თქმა უნდა სახმელეთო ოპერაციაც განხორციელდება. ოპერაციების მიზანი კი ტერორისტების განადგურებაა“.

გაზეთი „Star“-ი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ სადამსჯელო ოპერაცია „კლანჭი-მახვილი“ გრძელდება რა, დღემდე 471 სამიზნე და 254 ტერორისტი იქნა განეიტრალებული. აქარმა ასევე დასძინა, რომ ამ ოპერაციებით, მათ (ტერორისტებმა) ნათლად დაინახეს, რომ თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან „თამაში“ არ შეიძლება.

გაზეთი „Sabah“-ი ისმაილ დემირის, ეროვნული მოიერიშე თვითმფრინავის შესახებ გაკეთებულ შეფასებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარე, ისმაილ დემირმა სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეროვნული მოიერიშე თვითმფრინავი მივიდა ფინალურ ეტაპზე და მალე დატოვებს ანგარს.

გაზეთ „Haber Türk“-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) იტყობინება, რომ თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის ბოლოს სავარაუდოდ გაიზრდება 5,3 პროცენტით და  მომავალ წელს 3 პროცენტით.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა თქვა: „გუშინდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ გადავაჭარბეთ 2021 წლის ექსპორტის მთლიან მაჩვენებელს, 225,2 მილიარდ დოლარს. ეს იქნება მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები