თურქული პრესა 23.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1909828
თურქული პრესა 23.11.2022

თურქული პრესა 23.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთში არსებული ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ქარქამიშში სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გზის დასასრული დადგა მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ თურქეთის ყურადღებას გააფანტავს ასოების თამაშით, ტერორისტული ორგანიზაციის სახელის შეცვლით და გვერდით ჯარისკაცების დაყენებით. „ვერავინ შეუშლის ხელს ან წინააღმდეგობას არ გაგვიწევს უსაფრთხოების ხაზის იქამდე გაყვანაში ისეთ ადგილებში, საიდანაც თავდასხმები გრძელდება ჩვენს საზღვრებზე და ჩვენს მოქალაქეებზე“. - აღნიშნა ერდოღანმა.

გაზეთი Hürriyet -ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ გააკრიტიკა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფაეზერი, რომელმაც ტერორიზმთან ბრძოლის პროპორციაზე ისაუბრა და დასძინა: „ისთიქლალის ქუჩაზე უდანაშაულო ხალხი მოკლეს. არანაირი პროპორცია არ ყოფილა ამ ადამიანების მიმართ. ნატო ფეხზე ადგა, რადგან ორი ბომბი ჩამოვარდა პოლონეთში. ადამიანების დაყოფა არ შეიძლება მათი საცხოვრებელი გეოგრაფიის, რეგიონების და რელიგიისა მიხედვით. ადამიანის უფლებები ყველგან მსოფლოში ადამიანებს ეკუთვნის“.

5 წლის ჰასან ქარათაში, რომელიც სირიის აინ ალ-არაბის რეგიონიდან PKK/YPG-ს ტერორისტების მიერ გაზიანთეფის ქარქამიშის სკოლებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა, დაკრძალეს. სკოლაზე PKK/YPG-ს თავდასხმის შედეგად დაღუპული მასწავლებელი აიშენურ ალქანიც ბოლო გზაზე გააცილეს. - წერს გაზეთი Vatan-ი.

გაზეთი Yeni Şafak-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თურქეთის მიერ სირიისა და ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებით თქვა: „ჩვენ გვესმის თურქეთის შეშფოთება სირიასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის თურქეთის ლეგიტიმური უფლება“.

და ბოლოს, გაზეთ Star-ში მოყვანილია მაროკოს მეფის მუჰამედ მეექვსის განცხადება და მასში ნათქვამია: „ჩვენ მადლობელი ვართ და პატივს ვცემთ ყველას, თურქეთისა და ესპანეთის თაოსნობით, ვინც წვლილი შეიტანა ცივილიზაციების ალიანსის ფორუმის ორგანიზაციის გაგრძელებაში და ამ ორგანიზაციის როგორც კულტურებს, რელიგიებსა და ცივილიზაციებს შორის გაგების, ნდობისა და დიალოგისთვის ინსტიტუციონალიზაციაში“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები