თურქული პრესა 15.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1906400
თურქული პრესა 15.11.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ორი დღის წინ სტამბოლში ბეიოღლუს რაიონში ისტიკლალის პროსპექტზე განხორციელებული ტერაქტის ბრალდებულმა, 1999 წელს დაბადებულმა სირიის მოქალაქემ, ალჰამ ალბაშირმა პირველივე დაკითხვაზე ყველაფერი აღიარა. მისი თქმით, სირიაში PKK/PYD-ის სპეცდაზვერვის ოფიცრად  იყო გაწვრთნილი და თურქეთში გაგზავნეს.

გაზეთი „Hürriyet“-ი სულეიმან სოილუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ, ბეიოღლუს რაიონში ისტიკლალის პროსპექტზე განხორციელებული ტერაქტის ბრალდებულის შესახებ განაცხადა, რომ მისი დაკავება, რომ ვერ მომხდარიყო, საბერძნეთში აპირებდა გაქცევას.

გაზეთი „Vatan“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ G20-ის ლიდერთა სამიტზე დასასწრებად ჩასულ ინდონეზიაში, სტამბოლში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დამნაშავეები, ტერორისტები და ისინი, ვინც ტერორისტების უჭერენ მხარს, პასუხს აგებენ.

„მსოფლიო სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამძიმარს აცხადებს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და 81 ადამიანი დაშავდა, მრავალი ქვეყნის, ევროკავშირის, ნატოს, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამძიმრისა და დაგმობის გზავნილები გამოაქვეყნეს.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ მზა ტანსაცმლის ინდუსტრიამ  ყველა დროის ყველაზე მაღალ ექსპორტს იანვარ-ოქტომბერში მიაღწია. ამ ხნის განმავლობაში 17 მილიარდ 873 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები