თურქული პრესა 05.10.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1888807
თურქული პრესა 05.10.2022

თურქული პრესა 05.10.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Vatan: "ერდოღანი საბერძნეთს: ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა საბერძნეთის მთავრობა, რომელმაც მისი ქვეყანა ამერიკული ბაზებით აღჭურვა. ერდოღანმა თქვა: „საბერძნეთის ახლანდელი პრემიერ-მინისტრი (კირიაკოს მიცოტაკისი) დახმარებას ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატებისგან. რაც არ უნდა გააკეთოთ, ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა, ჩვენ მზად ვართ ეს გავაკეთოთ“.

Star: "წერილი თურქეთიდან გაეროს"

თურქეთმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვის კუნძულების არასამხედრო სტატუსის შესახებ გაგზავნილ უახლეს წერილში, ბერძნული უსაფუძვლო თეზისები ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გააქარწყლა. წერილში ნათქვამია, რომ „საბერძნეთი (კუნძულების) განიარაღების ვალდებულებების ამცირებს და ცდილობს მას მნიშვნელობა დაუკარგოს. ამ ვალდებულებების დარღვევა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას. თურქეთი სრულიად უარყოფს საბერძნეთის არგუმენტებს, უსაფუძვლო პრეტენზიებს და პოლიტიკურ რიტორიკას“.

Hürriyet: "თურქეთის კრიტიკა ევროკავშირსა და საბერძნეთს"

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი თანჟუ ბილგიჩი გამოეხმაურა ევროკავშირისა და საბერძნეთის განცხადებებს თურქეთსა და ლიბიას შორის ნახშირწყალბადების სფეროში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ და თქვა: „ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ საბერძნეთსა და ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებებს  ჩვენი ქვეყნისთვის არავითარი მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს“.

Yeni Şafak: "თურქეთი აშენებს მომავლის არმიას"

თურქეთის ეროვნული წარმოების შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატებზე (SİHA), რომლებიც მსოფლიომ პირველად იხილა აზერბაიჯანის მიერ სომხეთის დამარცხების და შემდეგ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მცდელობის დროს, ყოველდღიურად საუბრობენ. ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა გააანალიზა თურქეთის ნაბიჯები თავდაცვის ინდუსტრიაში. Forbes-ის ანალიტიკოსმა ამირ ჰუსეინმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "თურქეთი აშენებს არმიას ჰიპერ ომის შესაძლებლობით".

Haber Türk: "ნებათი: 21-ე საუკუნე იქნება თურქეთის საუკუნე"

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ნურედინ ნებათიმ განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკის მოდელი იქნება მაგალითი მსოფლიოსთვის და დაამატა: „ჩვენ გავიზრდებით, ვიმუშავებთ, ვაწარმოებთ, დავასაქმებთ“. ნებითმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნე იქნება თურქეთის საუკუნე.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები