თურქული პრესა 03.10.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1887695
თურქული პრესა 03.10.2022

თურქული პრესა 03.10.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star "პრეზიდენტ ერდოღანს მსოფლიო პრესაში აქებენ"

ამერიკულმა Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც შექებულია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიპლომატიური ძალისხმევა და წარმატებები მარცვლეულის დერეფანისა და პატიმრების გაცვლის შეთანხმებებში. პოლიტოლოგი ნატალი ტოჩის მიერ დაწერილ სტატიაში ნათქვამია, რომ გლობალური მასშტაბის მნიშვნელობის მქონე შეთანხმებები თურქეთის წყალობით მოხდა.

Sabah "კრიტიკული შეხვედრა თურქეთსა და აშშ-ს შორის"

პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი სტამბოლში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ F-16-თან დაკავშირებით პროცესის დასრულება ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს მოემსახურება.

Yenişafak "ისრაელის პრემიერ-მინისტრი ლაპიდი: თურქეთში ელჩის დანიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია"

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ანკარაში მისი ქვეყნის ელჩის დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია თურქეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად“.

Hürriyet "ზელენსკიმ სახელმწიფო ორდენი გადასცა სელჩუკ ბაირაქტარს"

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი დელეგაციასთან ერთად ოზდემირ ბაირაქტარის ეროვნულ ტექნოლოგიურ ცენტრს ეწვია. ვიზიტის დროს ანდრეი იერმაკმა BAYKAR-ის ტექნოლოგიების ლიდერს, სელჩუკ ბაირაქტარს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მინიჭებული ღირსების სახელმწიფო ორდენი გადასცა.

Habertürk "ანტალიაში საჰაერო გზით ჩასული ტურისტების რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა"

1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით საჰაერო გზით ანტალიაში, რომელიც ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს, ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 11 მილიონ 27 ათას 94 შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები