თურქული პრესა 30.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1886836
თურქული პრესა 30.09.2022

თურქული პრესა 30.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Vatan: „ერდოღანი პუტინს ესაუბრა“

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის დროს ერდოღანმა პუტინს სთხოვა მოლაპარაკებებს კიდევ ერთი შანსი მისცეს.

Sabah: "მინისტრ ჩავუშოღლუს პასუხი საბერძნეთს"

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საბერძნეთის პროვოკაციებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ საბერძნეთის მიერ კუნძულების შეიარაღებასთან ერთად ისინიც საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ.

Haber Türk: "თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს... ოპერაცია 140 კილომეტრის სიღრმეში"

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „თურქეთის შეიარაღებული ძალები 27 სექტემბერს 140 კილომეტრში შევიდა, ერაყის ჩრდილოეთში, ასოსში, ტერორისტების 16 გამოქვაბული, თავშესაფარი და ე.წ. სამეთაურო პუნქტი გაანადგურა“.

Hürriyet: "მადლობა ზელენსკისგან ერდოღანს"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ‘მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს უკრაინის რეგიონული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის’.

Star: "Bayraktar SİHA ევროპის კიდევ ერთი ქვეყნის ინვენტარში შედის"

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ Bayraktar-ის შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები (SİHA), რომლის თურქეთისგან შეძენაზეც მისმა ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია, ძალიან მალე ინვენტარში შევა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები