თურქული პრესა 28.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1885725
თურქული პრესა 28.09.2022

თურქული პრესა 28.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "ერდოღანი, დასავლეთის მხარდაჭერა საბერძნეთს ვერ გადაარჩენს"

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა საბერძნეთი, რომელმაც კუნძულები შეაიარაღა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთ თრაკიაში და კუნძულებზე განთავსებული იარაღი თურქეთისთვის არაფერს ნიშნავს და დაამატა: „ჩვენი ძალა და შესაძლებლობები ბევრად აღემატება ამას“. ერდოღანმა ასევე თქვა: ამერიკის შეერთებული შტატების, როგორ ფიქრობთ, ევროპის მხარდაჭერა გიშველით? ვერ გიშველით“.

Star: "ლიეტუვა: შესაძლებლობა თურქეთისთვის"

ლიეტუვის ელჩმა ანკარაში რიკარდას დეგუტისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის ევროპასთან სიახლოვემ მნიშვნელობა შეიძინა მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო და რომ ის საკვანძო როლს თამაშობს ბევრ სექტორში და დაამატა: „ლიეტუვასა და თურქეთს შორის დამყარებული თანამშრომლობა შექმნის ახალ შესაძლებლობებს“. ლიეტუვის პარლამენტის წევრმა რიმანტე სალასევიკიუტემ განაცხადა, რომ თურქეთთან ინვესტიციებთან დაკავშირებით თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

Sabah: „თურქეთი მიზნად ისახავს იყოს ევროპის ინოვაციური ცენტრი ქარის ენერგიაში“

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთი მიზნად ისახავს გახდეს ევროპისა და რეგიონის ახალი საწარმოო და ინოვაციური ცენტრი ქარის ენერგიის სექტორში. მან აღნიშნა, რომ თურქეთი მე-5 უმსხვილესი ქარის აღჭურვილობის მწარმოებელია ევროპაში და დაამატა: „2021 წელს ჩვენ 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების ქარის ტურბინები და აღჭურვილობა გავიტანეთ თითქმის 50 ქვეყანაში“.

Hürriyet: "მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები თურქეთში იკრიბებიან"

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის სამიტის“ ფარგლებში, რომელსაც ხაზინისა და ფინანსთა სამინისტრო უმასპინძლებს, მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები სტამბოლში ჩადიან. სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს, 29 სექტემბერს დაიწყება, 12-ზე მეტი ქვეყნის გამორჩეული მეცნიერის მონაწილეობით, ახალი გლობალური ეკონომიკური წესრიგის მიერ შექმნილი შესაძლებლობების თაოსნობით მრავალი თემა განიხილება.

Yeni Şafak: "თურქეთი არაბი ახალგაზრდების ფავორიტია"

„არაბი ახალგაზრდების გამოკითხვამ“, რომელიც ჩატარდა 3400 ადამიანის მონაწილეობით დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის 17 ქვეყანაში, აჩვენა, რომ თურქეთი ახალგაზრდების ფავორიტია. გამოკითხვამ აჩვენა, რომ არაბი ახალგაზრდები, განსხვავებით დასავლური ძალებისგან, როგორიცაა აშშ, ინგლისი და საფრანგეთი, თურქეთს, ჩინეთს და რუსეთს უფრო ახლოს თვლიან. მონაწილეთა 77%-მა განაცხადა, რომ თურქეთი ძლიერი მოკავშირეა.



მსგავსი ინფორმაციები