თურქული პრესა 26.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1884527
თურქული პრესა 26.09.2022

თურქული პრესა 26.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yenisafak "ერდოღანი: ბევრი ლიდერი უკვე საუბრობს საპროცენტო განაკვეთების შემცირების სარგებელზე"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „თურეთის ეკონომიკის მოდელის მიზანია ჩვენი ქვეყნის ზრდა ინვესტიციების, დასაქმების და მიმდინარე ჭარბი ანგარიშის გზით. ისინი, ვინც ყველაზე მკაცრად აკრიტიკებდნენ ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ მოდელს, მხარი დაგვიჭირეს. "ბევრი ლიდერი უკვე საუბრობს საპროცენტო განაკვეთების შემცირების სარგებელზე."

Star "თურქეთს მადლობა გადაუხადა"

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა მადლობა გადაუხადა თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ისტორიულ ბრძოლაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

Hürriyet "დიდი პროვოკაცია საბერძნეთისგან ეგეოსის ზღვაში"

გაირკვა, რომ საბერძნეთი საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით აგზავნიდა ჯავშანტექნიკას ეგეოსის ზღვის არასამხედრო სტატუსის მქონე კუნძულებზე. თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა დაადგინა, რომ ათენმა კუნძულ ლესბოსზე გააგზავნა 23, ხოლო სამოსზე 18 ბორბლიანი სამხედრო მანქანა.

Sabah "ეროვნული წარმოების ელექტრომატარებელი მგზავრების გადაყვანას დაიწყებს“

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ წელს ეროვნული წარმოების ელექტრომატარებელი მგზავრების გადაყვანას დაიწყებს. ქარაისმაილოღლუმ აღნიშნა, რომ მატარებელს შეუძლია რეგიონულ ხაზებზე მუშაობა და დაამატა: „ჩვენ მიზნად ვისახავთ სიჩქარის გაზრდას საათში 160 კილომეტრიდან 225 კილომეტრამდე“.

Habertürk "თურქეთის ტურისტული სამოთხეებისადმი ინტერესი აისახება აეროპორტის მგზავრების რაოდენობაზე"

თურქეთის ტურისტული სამოთხეების მიმართულებებით ინტერესი აისახება აეროპორტის მგზავრების რაოდენობაზეც დაშესაბამისად ამ წლის 8 თვის განმავლობაში სტამბოლის აეროპორტი დაახლოებით 41 მილიონ მგზავრს, ანტალიის აეროპორტს 21 მილიონს, იზმირის ადნან მენდერესის აეროპორტი 6,5 მილიონს და მუღლა დალამანის აეროპორტი 3 მილიონ მგზავრს მოემსახურა.



მსგავსი ინფორმაციები