თურქული პრესა 23.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1883509
თურქული პრესა 23.09.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ში ვიზიტის ბოლო დღეს ნიუ-იორკში, „თურქულ სახლში“ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერდოღანმა განაცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმ პუნქტამდე მივიდა, რასაც თურქეთი აცხადებდა. პრეზიდენტის თქმით, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე. ერდოღანმა კომენტარი გააკეთა პუტინის ბირთვული ომის მინიშნებაზე და დასძინა, რომ უფრო მაღალი საფასურების გადახდიდან თავი უნდა იქნეს შეკავებული.

გაზეთი „Hürriyet“-ი, „ნიუ-იორკ ტაიმზის“ პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ გაკეთებულ შეფასებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმზმა“ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, რუსეთ-უკრაინის კრიზისი მოგვარებაში შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა ომის პერიოდში რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა და ომით გამოწვეული შესაძლო გლობალური პრობლემები თავიდან აიცილა.

„ანტონიო გუტერესი თურქეთს მადლობას უხდის“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა, რუსეთსა და უკრაინას შორის 200-ზე მეტი ტყვეების გაცვლაში შეტანილი წვლილისათვის თურქეთს მადლობა გადაუხადა.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქეთსა და როლს-როისს (Rolls-Royce) შორის ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავების საკითხთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლერლიმ განაცხადა, რომ ნატოს წევრ ქვეყანა, თურქეთსა და ბრიტანულ კომპანიას შორის თანამშრომლობის გამო მოხარულია.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის  (TÜİK) მონაცემებით მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, სამომხმარებლო ნდობის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით გაიზარდა და 72,2%-ის ნაცვლად  72,5 % გახდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები