თურქული პრესა 22.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1883017
თურქული პრესა 22.09.2022

თურქული პრესა 22.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Vatan: "პრეზიდენტ ერდოღანის ინიციატივით რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლა მოხდა"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დიპლომატიური მცდელობების შედეგად 200 სამხედრო ტყვე იქნა გაცვლილი.

Star: "სიტყვები, რომლებიც გაეროში გაისმა: თურქეთი იმსახურებს დაფასებას"

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთი შეაქო და განაცხადა „თურქეთის შუამავლობით მარცვლეულის ექსპორტის ხელახალი დაწყება დიდ დაფასებას იმსახურებს“.

Hürriyet "ემინე ერდოღანი: სამზარეულო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია"

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლემ, პირველმა ლედიმ ემინე ერდოღანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში გამართულ გასტრონომიულ პროგრამაზე, სადაც თურქული სამზარეულოს პოპულარიზაცია განხორციელდა, თქვა: „სამზარეულო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია“.

Sabah: "მზა ტანსაცმლის 14,2 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა"

მზა ტანსაცმლის სექტორმა მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 14 მილიარდ 248 მილიონი დოლარის პროდუქციის ექსპორტით იანვარ-აგვისტოს ყველა დროის ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. ამავე პერიოდში სექტორმა გერმანიაში 2,5 მილიარდი დოლარის, ესპანეთში 1,8 მილიარდი დოლარის და დიდ ბრიტანეთში 1,4 მილიარდი დოლარის პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა.

Haber Türk: „გემით "Costa Venezia" ბოდრუმში ათას 502 მგზავრი ჩავიდა“

იტალიის დროშის ქვეშ მცურავმა საკრუიზო გემმა "Costa Venezia"-მ გუშინ მუღლას ბოდრუმის რაიონში 1502 ტურისტი ჩაიყვანა. საბაჟო პროცედურების შემდეგ მგზავრები გემიდან გადმოვიდნენ, ბოდრუმ დაათვალიერეს და ისტორიული ადგილები მოინახულეს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები