თურქული პრესა 21.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1882442
თურქული პრესა 21.09.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში მსოფლიოს მოუწოდა: „მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, გულწრფელად დაუჭირონ მხარი თურქეთის გრძელვადიან სამშვიდობო ძალისხმევას“.

გაზეთი „Vatan“-ი გუტერესის თურქეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა გენერალური ასამბლეის გახსნაზე თურქეთის მხარდაჭერით მიღწეულ მარცვლეულის შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება და პროცესს „იმედი“ და „სასწაული“ უწოდა.

გაზეთი „Star“-ი სულეიმან სოილუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ, ბოსნია და ჰერცოგოვინაში მიგრაციის მე-2 კონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთს აქვს თავისი შიდა ბალანსები ისევე, როგორც ევროპას და თქვა: „ინგლისმა შემოგვთავაზა ჩვენთან ჩამოსული მიგრანტების ერთი ნაწილი თქვენთან გამოვაგზავნოთო. ჩვენ თქვენი მიგრანტების საწყობი ვართ? ჩვენ ევროპის მიგრანტების საცავი ვართ? ჩვენ დღემდე საკითხთან დაკავშირებით ყველანაირი ჰუმანიტარული ნაბიჯი გადავდგით“.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ესქიშეჰირის Küllüoba Höyüğü-ში ჩატარებული გათხრების შედეგად 4500 წლის წინანდელი საცავები აღმოაჩინეს, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით თარიღდება. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საცავებში ტკივილგამაყუჩებლები ინახებოდა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთის ავიახაზების (THY) მგზავრებს სტამბოლიდან 32 მიმართულებით, ბალკანეთსა და სამხრეთ ევროპაში 119 დოლარიდან დაწყებული ყოვლისმომცველი ფასებით შეეძლებათ ფრენა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები