თურქული პრესა 15.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1867859
თურქული პრესა 15.08.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი 12 ქვეყანაში მოაწყობს პანელების სერიას თემაზე „გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმა: საერთაშორისო წესრიგის აღდგენის მიდგომა“. პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორმა, ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა, რომ კომუნიკაციების დირექტორატი ინტენსიურ სახალხო დიპლომატიას ახორციელებს გაეროს რეფორმის საკითხზე და აღნიშნა, რომ პანელების სერია საერთაშორისო ასპარეზზე გამოხმაურებას გამოიწვევს“.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს (MSB) წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ კვიპროსულმა ბერძნულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ EOKA-მ 1958 წლიდან სისტემატურად დაიწყო თავდასხმები კვიპროსელ თურქებზე და „ეს თავდასხმები დროთა განმავლობაში თურქების წამებითა და სასტიკი მკვლელობებით გადაიქცა გენოციდად. " იქვე ნათქვამია, რომ კვიპროსში ერთადერთი გამოსავალი უნდა განიხილებოდეს, ორი სახელმწიფო ერთი სტრუქტურა.

თავდაცვის მრეწველობის დეპარტამენტის პრეზიდენტმა, ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ თურქეთში არმიისა და უსაფრთხოების ძალების თითქმის ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად მუშაობა გრძელდება და დაამატა: „თავდაცვის ინდუსტრიას თურქეთში გზა ხსნილი აქვს“. - წერს გაზეთი „საბაჰი“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიამ ბოლო წლებში დიდი ნახტომი გააკეთა და თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ, რათა გავხდეთ მსოფლიო ბრენდი“.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, თურქეთის ტექსტილისა და ნედლეულის სექტორმა 2022 წლის იანვარ-ივლისში 6 მილიარდ 119 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,5 პროცენტით მეტია. ამრიგად, ტექსტილისა და ნედლეულის სექტორმა იანვარ-ივლისში ყველა დროის ყველაზე მაღალ ექსპორტს მიაღწია. მიმდინარე წლის 7 თვეში სექტორმა იტალიაში 635 მილიონი დოლარის, აშშ-ში 340 მილიონი დოლარის და ესპანეთში 323 მილიონი დოლარის პროდუქცია გაყიდა.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“ წერს, რომ თურქეთის საავტომობილო საინიციატივო ჯგუფის (TOGG) ქარხანა ქოჯაელი გებზეში 29 ოქტომბერს გაიხსნება. მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა: „29 ოქტომბერს გავხსნით თურქეთის ავტომობილების ქარხანას. ჩვენი მანქანები დაიწყებენ გადმოსვლას მასობრივი წარმოების ხაზებიდან“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები