თურქული პრესა 12.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1866820
თურქული პრესა 12.08.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში თქვა: „ყველაზე მაღალი კაშხალის იუსუფელის მშენებლობა, რომელიც წელიწადში 1,9 მილიარდ კილოვატ საათამდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, დასასრულს მიუახლოვდა“.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი ფლორესი რუსეთ-უკრაინის ომში თურქეთის როლს შეეხო და თქვა: „აღფრთოვანებული ვარ აქ თურქული დიპლომატიის მიერ შესრულებული როლით. მათ ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება დადეს და მსოფლიოს იმედი მისცეს“.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა გუშინ თავის განცხადებებში შავი ზღვის გაზთან დაკავშირებით აღნიშნა: „ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ საკუთარი გაზი მარტში“. - წერს გაზეთი „ჰურიეთი“.

გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ სტამბოლის აეროპორტმა ევროპის აეროპორტები უკან ჩამოიტოვა და დღითიდღე თავის პოზიციებს პირველ ადგილზე ამყარებს. „ჩვენი მეგაინვესტიციების წყალობით, როგორიცაა სტამბოლის აეროპორტი და სხვა ზომები, რომლებიც გავატარეთ, არ განვიცდით შეფერხებებს და პრობლემებს ბარგის, მოძრაობისა და ფრენების საკითხებში“. - აღნიშნა ადილ ქარაისმაილოღლუმ.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთის ავიახაზებმა (THY) ივლისში 7,8 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ხაზებზე. მგზავრთა დატვირთვის კოეფიციენტმა 2022 წლის ივლისის პერიოდში 86,1 პროცენტი შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები