თურქული პრესა 10.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1866012
თურქული პრესა 10.08.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის მე-4 საბურღი გემი „აბდულჰამიდ ჰანი“, მერსინის თაშუჯუს პორტიდან პირველი მისიის შესასრულებელ ადგილზე გააცილეს. ცერემონიას პრეზიდეტი ერდოღანიც დაესწრო, რომელმაც აქ სიტყვით გამოსვლის დრსო განაცხადა:  „საბურღი გემის პირველი მოვალეობის ადგილი იქნება Yörükler-1 ჭაბურღილი, ანტალიის გაზიფაშას რაიონიდან 55 კილომეტრში“.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთმა, სეისმური კვლევების და საბურღი სამუშაოების ჩასატარებლად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში მე-4 საბურღ გემ „აბდულჰამიდ ჰანი“-ს მხრიდან განსახორციელებელი სამუშაოებისთვის ახალი NAVTEX (საზღვაო გაფრთხილების ნავიგაციური ტელექსის სისტემა) გამოაცხადა. NAVTEX-ი ხსენებულ რეგიონში  7 ოქტომბრამდე იქნება ძალაში. აღნიშნული გემის პირველი მოვალეობის ადგილი იქნება Yörükler-1 ჭაბურღილი.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ საბურღი გემები, რომელთაგან მსოფლიოში მხოლოდ ხუთია და მათ შორის ერთ-ერთი თურქეთს (აბდულჰამიდ ჰანი) ჰყავს, გუშინ პირველი მისიის შესასრულებლად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით დანიშნულების ადგილას გაიგზავნა. აბდულჰამიდ ჰანს 238 მეტრი სიგრძე, 42 მეტრი სიგანე და  112 მეტრი სიმაღლე აქვს. 200 კაციანი ეკიპაჟით გემს შეუძლია ბურღვა 12 200 მეტრამდე.

„ისლამური სოლიდარობის თამაშები კონიაში დაიწყო“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის მასპინძლობით ქალაქ, კონიაში ისლამური სოლიდარობის მე-5 თამაშები დაიწყო. თამაშები, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების და მთავრობების წარმომადგენლების მონაწილეობით დაიწყო. „ძალა ერთობაშია“ სლოგანით დაწყებულ თამაშებში, 56 ქვეყნიდან 4200 სპორტსმენი ესწრება. ისლამური სოლიდარობის თამაშები 18 აგვისტომდე გაგრძელდება.

გაზეთ „Vatan“-ის მიხედვით, თურქი მეცნიერების მიერ შემუშავებული „სუპერ ხორბლის“ ახალი ჯიში, რომელიც სიცივის, გვალვისა და დაავადებებისადმი მდგრადია, პირველი მოსავალი სივასში მიიღეს. ვარაუდობენ, რომ ხორბლის ეს ახალი ჯიში იქნება გამოსავალი საკვების დეფიციტისთვის, რომელიც შეიძლება განიცადოს როგორც თურქეთმა, ისე მთელმა მსოფლიომ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები