თურქული პრესა 09.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1865439
თურქული პრესა 09.08.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ელჩების მე-13 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა: „ალ-აქსას მეჩეთი ჩვენი წითელი ხაზია. არავითარი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს ბავშვების მკვლელობას. თურქეთი დგას პალესტინელი ხალხის და მათი ღაზაელი ძმების გვერდით“.

გაზეთი „Sabah“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ ელჩების მე-13 კონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელის მცდელობა, შევიდეს ალ-აქსას მეჩეთში, მიუღებელია. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ისრაელს და გვინდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ღამით გამოცხადდა, მუდმივი იყოს,“ თქვა მან.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი დიმიტრი პესკოვის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინასთან წარმოებულ მოლაპარაკებებში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მართლაც დიდი როლი ითამაშა.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ თურქეთის საავტომობილო საინიციატივო ჯგუფი (TOGG) სოციალური ქსელების ანგარიშებით განაგრძობს პროექტის უახლესი მოვლენების გაზიარებას. TOGG-ის მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციაში აღინიშნა, რომ ავტომობილის ბატარეა დამზადდა და ყველა ტესტირება წარმატებით გაიარა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთის მხრიდან ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებული, შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2-ის (SİHA) შეძენის მსურველთა რიცხვი იზრდება. საუდის არაბეთის მეფე აბდულაზიზის სამეცნიერო და ტექნოლოგიების კორპორაციამ (KACST) გამოაცხადა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქულ კომპანია Baykar Teknoloji-თან საუდის არაბეთში სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების მიზნით.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები