თურქული პრესა 08.08.2022
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისრაელის მიერ ღაზაზე 5 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმები, რამაც გამოიწვია მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების დაღუპვა და ისრაელის მხრიდან იერიში ალ-აქსას მეჩეთზე, რომელიც ისრაელის პოლიციის მფარველობის ქვეშ იმყოფება, გააკრიტიკა და მკაცრად დაგმო. სამინისტრო თავის განცხადებაში ისრაელის მთავრობას მოუწოდებს დაუყონებლივ შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები.
გაზეთი „Star“-ი კუბრაკოვის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უცხოური დროშის ქვეშ მყოფი გემი პირველად ჩავიდა ჩორნომორსკის პორტში, მარცვლეულის დასატვირთად. კუბრაკოვმა ამაში ყველაზე დიდი წვლილის შემტან გაეროს და თურქეთს მადლობა გადაუხადა.
გაზეთი „Hürriyet“-ი პრეზიდენტის თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარე, ისმაილ დემირის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს: „თავდაცვის ტექნოლოგიების ინჟინერიის და ვაჭრობის ინკორპორირებული კომპანიის მხრიდან ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებული მინი-სპოტერული უპილოტო საფრენი აპარატის სისტემის, TOGAN-ის პირველი მიწოდება შესაბამის ორგანოებზე უკვე განხორციელდა“. ისმაილ დემირის თქმით, TOGAN-ი გამოყენებულ იქნება სათვალთვალო და სადაზვერვო საქმიანობაში.
გაზეთ „Haber Türk“-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ თურქეთის ექსპორტმა გერმანიაში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ყველა დროის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია და 11 მილიარდ 121 მილიონი დოლარი შეადგინა.
გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ანტალიის სასტუმროებში, რომლებმაც ამ თვის მდგომარეობით 7 მილიონ უცხოელ ტურისტს უკვე უმასპინძლეს, ზოგიერთი სასტუმრო მთლიანად არის შევსებული და ადგილის დაჯავშნაც შეუძლებელია.