თურქული პრესა 04.07.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1851361
თურქული პრესა 04.07.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ბერძნული გაზეთის Ta Nea-ს სტატიაში სათაურით, „ერდოღანის მოლაპარაკების ხელოვნება“ ნატოს სამიტზე პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის როლზეა ყურადღება გამახვილებული. „თურქეთის პრეზიდენტმა მადრიდის სამიტზე აჩვენა, რომ მას დღემდე აქვს მოლაპარაკების ხელოვნება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ხანდახან გვავიწყდება, რომ ერდოღანი არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული გამოცდილება და შეუძლია მიაღწიოს მიზნებს საერთაშორისო ასპარეზზე“, ნათქვამია გაზეთ Ta Nea-ს სტატიაში.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ ერაყის ჩრდილოეთში მიმდინარე წლის 17 აპრილს დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით „კლანჭი ბლოკირება“, უსაფრთხოების წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის ე.წ. ლიდერები სხვა ტერორისტებს ტოვებენ და თვითონ თავის დაღწევის მიზნით გარბიან.

„დიდი ინვესტიცია დამტენ სადგურებზე“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს დაკვეთით „ელექტრო მანქანების დამტენი სადგურების მხარდაჭერის პროგრამით“ თურქეთში ელექტრომობილების დამუხტვის ინფრასტრუქტურის დამყარების მიზნით, 1 მილიარდი ლირის ინვესტიცია უკვე განხორციელდა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთის ტექნიკური გუნდის ფონდის  (T3) სამეურვეო და  TEKNOFEST-ის საბჭოს თავმჯდომარე სელჩუკ ბაირაქტარმა განაცხადა: „ჩვენი ახალგაზრდა ძმები, რომლებიც გავიდნენ ფინალში და კონკურსებში საწარმოთა პროგრამით რეიტინგში მოხვდნენ, გააგრძელებენ მოგზაურობას, რათა ემსახურონ ჩვენი ქვეყნის სრულიად დამოუკიდებელ მომავალს“.

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, თურქეთის საზღვარგარეთის კონტრაქტის სექტორის მიერ განხორციელებული 132 პროექტის ჯამურმა ღირებულებამ, რომელიც დღითიდღე ზრდის ბიზნესის მოცულობას, წლის პირველ ნახევარში 4,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. თურქეთის საზღვარგარეთული კონტრაქტის სექტორი 40 კომპანიით მესამე ადგილზეა ჩინეთისა და აშშ-ს შემდეგ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები