თურქული პრესა 01.07.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1850557
თურქული პრესა 01.07.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ ნატოს ლიდერთა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „შვედეთის, თურქეთისა და ფინეთის სამმხრივი მემორანდუმი არის თურქეთისა და ჩვენი ერის დიპლომატიური გამარჯვება, რთული მოლაპარაკებების პროცესის შემდეგ“.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჯო ბაიდენის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ნატოს ლიდერთა სამიტის შემდეგ შეფასებების გამკეთებელმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა: „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16-ები თურქეთს. ეს შედის ჩვენს ინტერესებში. კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ამას“.

„ესპანეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთს მადლობას უხდის“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე თურქეთს, „კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის“ მადლობა გადაუხადა. „თურქეთი უსაფრთხოებისა და შუამავლობის მთავარი პარტნიორია. მე დღეს შევხვდი პრეზიდენტ ერდოღანს. მადლობა გადავუხადე დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რათა შეწყდეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ხელი შეუწყოს დიალოგს“, განაცხადა სანჩესმა.

გაზეთ „Haber Türk“-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ თურქეთის ექსპორტი მაისის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,3 პროცენტით გაიზარდა და 18 მილიარდ 984 მილიონ დოლარს მიაღწია. ყველაზე მეტი ექსპორტი კი გერმანიაში (1 მილიარდ 492 მილიონი დოლარი) განხორციელდა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ ალჟირში გამართული მე-19 ხმელთაშუა ზღვის თამაშების მე-5 დღეს, ეროვნულმა ძიუდოისტმა ვედათ ალბაირაქმა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში იტალიელი მეტოქე კენი კომი ბედელი დაამარცხა ოქროს მედალი მოიპოვა.

 

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები