თურქული პრესა 30.06.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1850055
თურქული პრესა 30.06.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის ამერიკელ კოლეგა, ჯო ბაიდენს შეხვდა. შეხვედრის დაწყების წინ, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატოს გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს რუსეთ-უკრაინის (სამშვიდობო) პროცესში. პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა, განსაკუთრებით მარცვლეულთან და საწვავთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა რა, მის აღმოსაფხვრელად შესაბამის სამუშაოს ატარებენ.

გაზეთი „Hürriyet“-ი ნატოს სამიტზე ამახვილებს ყურადღებას და იუწყება, რომ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ნატოს 32-ე სამიტის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე“. საკითხთან დაკავშირებით განცხადების გამკეთებელმა ნატოს გენერალურმა მდივანმა თურქეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„თურქეთის წარმატება მსოფლიო დღის წესრიგშია“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთმა მადრიდში ნატოს სამიტის ფარგლებში, შვედეთის და ფინეთის საკითხთან მიმართებაში კომპრომისზე არ წასვლით, გაფორმებული „სამთა მემორანდუმით“ მიიღო ის, რაც სურდა. თურქეთის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ყველას მხრიდან წარმატებად იქნა შეფასებული.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ ნატომ თურქეთს გადასცა კრიტიკული მისია, რომელიც გაგრძელდება ერთი წლის განმავლობაში. ნატოს მეორე მუდმივი ნაღმსაწინააღმდეგო საზღვაო სამუშაო ჯგუფის სარდლობა, რომელიც პასუხისმგებელია ნატოს საზღვაო ოპერაციებზე და ნაღმების საბრძოლო მომზადების აქტივობებზე, ერთი წლით გადავიდა თურქეთში.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ სტამბოლმა მაისში 1 მილიონ 402 ათას 366 უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლა, რაც ბოლო 33 თვის განმავლობაში ყველაზე მეტია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები