თურქული პრესა 28.06.2022
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციის დროს სირიაში განსახორციელებელი ოპერაციის შესახებაც ისაუბრა და თქვა: „როგორც კი დასრულდება ჩვენი მზადება უსაფრთხოების დერეფნის ხარვეზების დასასრულებლად, რომელიც ჩვენ სირიის საზღვარზე დავიწყეთ, ჩვენ დავიწყებთ ახალ ოპერაციებს“.
გაზეთი „Hürriyet“-ი სტოლტენბერგის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „ნატოში გაწევრიანების პროცესში, ყველა ჩვენგანის უსაფრთხოების საზრუნავი უნდა იყოს გათვალისწინებული. PKK-ს ტერორისტებისგან განხორციელებული თავდასხმებით თურქეთის მსგავსად ალიანსის არცერთი წევრი არ დაზარალებულა“.
გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „ადანაში ორ ჭაბურღილში ვიპოვეთ მაღალი ხარისხის ნავთობი. ნავთობის სარეზერვო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად არის გამოთვლილი“.
გაზეთი „Yeni Şafak“-ი ჩავუშოღლუს, ზანგეზურის დერეფნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფანი, რომელიც დააკავშირებთ აზერბაიჯანის სხვა მიწებს ნახჩევანთან, რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას.
გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ 1 იანვრიდან 26 ივნისის ჩათვლით ანტალიაში საჰაერო გზით ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 193 პროცენტით გაიზარდა და 4 მილიონს გადააჭარბა.