თურქული პრესა 23.06.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1847167
თურქული პრესა 23.06.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფ საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის ხელმოწერით ერთობლივი განცხადება გავრცელდა.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის ახალი ეპოქის დაწყების გადაწყვეტილებას, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში“.

გაზეთი „Hürriyet“-ი ფაჰრეთთინ ალთუნის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა განაცხადა: „მწვანე შუქის ანთება შვედეთის ნატოში შესვლისთვის არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიღებ ვალდებულებას დავიცვათ შვედ ხალხს თავდასხმის შემთხვევაში. თუ ჩვენ ავიღებთ ასეთ პასუხისმგებლობას, შვედეთმა ჩვენ უნდა დაგვარწმუნოს, რომ მათ ქვეყანაში შეგროვებული ფულით, სირიიდან და ერაყიდან ჩვენს მოსახლეობაზე არანაირი ტერორისტული თავდასხმა არ განხორციელდება“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთის და რუსეთის სამხედრო დელეგაციები, „წითელი ხაზის დიპლომატიის“ ფარგლებში მოსკოვში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრაზე, მარცვლეულით დატვირთული თურქული გემების უკრაინიდან გასასვლელად მისაღები შესაბამისი ზომები იქნა განხილული.

გაზეთი „Vatan“-ი იტყობინება, რომ თურქეთის მიერ ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებული წყალქვეშა ხომალდი (DATA) ექსპლუატაციაში შევიდა. ექსპლუატაციაში გადაცემის ცერემონიალს ესწრებდა მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრი, მუსტაფა ვარანკი, რომელმაც ცერემონიალზე განაცხადა: „DATA დააჩქარებს მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალის განვითარების პროცესებს“.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ სტამბოლში გამართულ მე-8 თურქულ-არაბული სურსათისა და კვების ტექნოლოგიების გამოფენაზე სოფლის და სატყეო მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ებუბექირ გიზლიგიდერმა განაცხადა: „თურქეთი სოფლის მეურნეობის პროდუქციით ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოს ათეულშია შესული“.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები