თურქული პრესა 17.06.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1844788
თურქული პრესა 17.06.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც,  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თანჟუ ბილგიჩმა გააკრიტიკა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თურქეთის საწინააღმდეგო განცხადება, რომელშიც საბერძნეთს ამართლებს. „მიუღებელია გერმანიის პრესსპიკერის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი არის მხარე, რომელიც არღვევს ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეს, ახორციელებს ფრენებს ჩვენს კონტინენტზე და პროვოკაციას იწყობს ჩვენს თვითმფრინავებს“. - თქვა ბილგიჩმა.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი გუშინ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრს ნიკოს პანაგიოტოპულოსს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო „საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნებას არსებული პრობლემების გადასაჭრელად,  პოზიტიურ დღის წესრიგზე ფოკუსირებას, აღნიშნულის წვლილს კეთილმეზობლური ურთიერთობების, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში და დაძაბულობის შესამცირებლად დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას“.

ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა გუშინ თავის განცხადებაში თქვა: "თურქეთმა გასულ წელს 225 მილიარდი დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა. წელს ჩვენი მიზანია 250 მილიარდი დოლარი და მეტი. ჩვენ მტკიცე ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიზნისკენ". - წერს გაზეთი „ვათანი“.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ (ATOR) განაცხადა, რომ თურქეთში დასვენებაზე მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა, ხოლო მოსკოვიდან შემდეგი 2-3 დღის განმავლობაში ანტალიაში ფრენის პოვნა შეუძლებელია.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“ იტყობინება, რომ ბოდრუმში საზღვაო ტურიზმში აქტიურობა გრძელდება. ბოდრუმში მეოთხედ შევიდა 323 მეტრის სიგრძის იტალიის დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „კოსტა ვენეცია“. გიგანტურმა გემმა, რომელზეც სულ 1411 ძირითადად გერმანელი, იტალიელი, ესპანელი და პორტუგალიელი მგზავრი იმყოფება, ბოდრუმის პორტში ღუზა ჩაუშვა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები