თურქული პრესა 02.06.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1836540
თურქული პრესა 02.06.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაცით, რომლის თანახმადაც, სირიაში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: "შევდივართ ჩვენი გადაწყვეტილების ახალ ფაზაში, შევქმნათ 30 კილომეტრი სიღრმის უსაფრთხო ზონა ჩვენს სამხრეთ საზღვრებთან. ჩვენ ვწმენდთ ტელ რიფატს და მანბიჯს ტერორისტებისაგან. ეტაპობრივად იგივეს გავაკეთებთ სხვა რეგიონებშიც“.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, გაზეთი Global Times წერს, რომ ფინეთის და შვედეთის ნატოს წევრობაზე თურქეთის წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, იქ, სადაც არ სრულდება თურქეთის მოთხოვნები, დასავლეთისგან წამოსული მოთხოვნები უსამართლოა. იქვე ყურადღება გამახვილებულია თურქეთის უნიკალურ როლზე გლობალურ უსაფრთხოებაში.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა: "დიალოგი თურქეთთან გაგრძელდება. თურქეთის მოთხოვნებთან დაკავშირებით ჩვენ პირდაპირ ვუპასუხებთ თურქეთს. გამოვასწორებთ გაუგებრობას". - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, თექირდაღის რაიონის ჩორლუდან აფრენილი Bayraktar Akıncı SİHA-ს რეკორდულმა 2 ათას კილომეტრიანმა ფრენამ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, საქართველოს გავლით, დიდი გამოხმაურება გამოიწვია აშშ-ში. აშშ-ში დაფუძნებულმა The Defense Post-მა თავის მკითხველს აცნობა, რომ ეს იყო რეკორდი და შეაქო აქინჯის უმაღლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მისიის შესაძლებლობები.

და ბოლოს, გაზეთი "საბაჰი"-ს თანახმად, ავიაკომპანია "თურქეთის ავიახაზები" (THY), რომელიც დაფრინავს მსოფლიოს ყველაზე მეტ ქვეყანაში, აგრძელებს ფრენების ქსელის გაფართოებას. სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში დაწყებული ფრენით THY-მ ქვეყნების რაოდენობა 129-მდე, ხოლო მიმართულებების რაოდენობა 338-მდე გაზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები