თურქული პრესა 31.05.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1835136
თურქული პრესა 31.05.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალ The Economist-ისთვის დაწერილ სტატიაში აღნიშნა, რომ ფინეთის და შვედეთის, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორისტეს, ნატოში გაწევრიანებას „სარისკოდ“ მიიჩნევს. „დამოკიდებულება, რომელსაც გამოიჩენენ შვედეთი და ფინეთი იმ სახელმწიფოების უსაფრთხოების საზრუნავთან და სენსიტიურობასთან დაკავშირებით, რომელთა მოკავშირეობაც სურთ, განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად მოისურვებს თურქეთი ამ ქვეყნების მოკავშირეებად ნახვას“. - თქვა ერდოღანმა.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მათ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, უკრაინა-რუსეთის ომის თაოსნობით გლობალური სასურსათო კრიზისი და რეგიონული საკითხები. ერდოღანმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ შესაძლო მონიტორინგის მექანიზმში.

პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს ჯეკ სალივანს. - წერს გაზეთი „ვათანი“. საუბრის დროს აღინიშნა, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/PYD/YPG აგრძელებს თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და სირიის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას. აღინიშნა, რომ თურქეთი მტკიცედ გააგრძელებს ბრძოლას ყველა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების მინიშნება გააკეთა, რეგიონში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან  მხარდაჭერის გზავნილები წამოვიდა. სირიის ეროვნულმა არმიამ განაცხადა: "ჩვენ გვყავს ათასობით მებრძოლი, რომელიც შეუერთდება თურქეთის არმიას".

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთი, ქარის ენერგიის ტექნოლოგიებში მნიშვნელოვან ბრენდად გადაქცევის გზაზე სწრაფად პროგრესირებს. დონმეზმა განაცხადა, რომ ტურბინები წარწერით "დამზადებულია თურქეთში" მთელ მსოფლიოში გამოიყენება ქარის ენერგიის წარმოებისთვის.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები