თურქული პრესა 26.05.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1832826
თურქული პრესა 26.05.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: შვედეთის და ფინეთის დელეგაციებთან თურქეთის სახელით შეხვედრაზე დამსწრე პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა: „ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მათი ნატოში გაწევრიანების პროცესი ვერ გაგრძელდება, თუკი თურქეთის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით წამოყენებული მოთხოვნები გარკვეულ დროში არ დაკმაყოფილდება“.  

გაზეთი „Sabah“-ი ჩავუშოღლუს, ისრაელში ვიზიტზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: 15 წლის შემდეგ თურქეთიდან ისრაელში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ელჩების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით ისინი შეთანხმდნენ, რომ საკითხს, თავისი კოლეგა იაირ ლაპიდის თურქეთში ვიზიტის დროს განიხილავენ.

გაზეთი „Hürriyet“-ი მუსტაფა ვარანკის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა, თურქეთის ფოლადის მწარმოებელთა ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ფოლადის წარმოებაში თურქეთი, ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთი ჯანდაცვის ტურიზმის მნიშვნელოვან ბაზად იქცა. გასულ წელს თურქეთს 642 ათასი ადამიანი ეწვია ამ მიზნით რა, ამათგან 400 ათასი ევროპის ქვეყნებიდან. გასულ წელს თურქეთმა ჯანდაცვის ტურიზმიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ ამ დროისათვის თურქეთში მაიმუნის ყვავილის ვირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.  ქოჯამ განაცხადა: „არ უნდა არსებობდეს ზედმეტი შფოთვა. არ მჯერა, რომ დაავადება იქნება პანდემიის მიზეზი“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები