თურქული პრესა 18.05.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1828653
თურქული პრესა 18.05.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანის გარდაცვალების გამო სამძიმრის ვიზიტით აბუ-დაბის ეწვია. ერდოღანმა აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ახალ პრეზიდენტ და  მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ რუსეთის მხრიდან დაახლოებით სამი თვის წინ უკრაინაში დაწყებულ ომში, თურქული უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2 აგრძელებს გამორჩევას უკრაინის არმიის თავდაცვის ხაზზე. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან მოყოლებული, თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით რუსულ არმიაზე 800-ზე მეტი იერიში განხორციელდა. რუსები კი ამის გამო ძალიან შეწუხებული არიან.

გაზეთი „Vatan“-ი იტყობინება, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან და თურქეთის რეაქციასთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ გვჯერა, რომ მოვაგვარებთ პრობლემას“, ხოლო შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თქვა: „ჩვენ მზად ვართ მოვაგვაროთ ნებისმიერი პრობლემა თურქეთთან მოლაპარაკებით“.

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, ევროკავშირის სტატისტიკის ოფისის (ევროსტატი) მონაცემებით, თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნებს შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის რაოდენობით ლიდერის პოზიციაზეა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში უცხოელებზე ბინების გაყიდვის რაოდენობაში 186,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. თურქეთში ბინების მყიდველ უცხოელებს შორის ლიდერის პოზიციაზე რუსები გახლავთ.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები